პრემიერი მოსახლეობას მადლობას უხდის

0
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება იძულებულია, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით გარკვეული სახის შეზღუდვები შეინარჩუნოს, თუნდაც მაგალითად, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განმარტა, თუ დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი დაბალია, ეს არ ნიშნავს იმას, ვირუსი დამარცხდა. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იძულებულები ვართ, გარკვეული სახის შეზღუდვები შევინარჩუნოთ, მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის თვალსაზრისით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კოვიდ 19-თან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული პრევენციული ნაბიჯები პირველ რიგში, საზღვრებზე კონტროლის კუთხით. ჩვენ შევძელით, არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის ქვეყანაში გავრცელება. ძალზედ ეფექტიანი იყო საკარნტინო ზონების შექმნა, უაღრესად ეფექტიანი იყო ის ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანაში მობილობის შემცირების საშუალება მოგვცა და თუ საქართველოში საშუალოდ გვყავს მაგალითად, დღეში 2, 5 ან 10 ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად და ეტაპობრივად გაანახლონ თავინთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ“, -განაცხადა გახარიამ. მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრსად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან მოსახლეობას გულისხმიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო და ჯანადაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემოდგომისთვის კორონავირუსის მეორე ტალღას ელის, შესაბამისად, გახარიას თქმით, საქართველომ ზაფხულის თვეები მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს. „პირველ რიგში, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალქეს მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ავლენდნენ ყოველდღიურად. მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას. მინდა თითოეულ თქვენგანსაც მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო - არაფერი არ დასრულებულა! ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა არის იმაში, რომ არაერთბაშად, ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა, დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა - გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა და ზაფხულის თითოეული თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორებიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში, “- განაცხადა გიორგი გახარიამ.
0