აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირე

0
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატებს კორონა ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაშიც კი აღარ ჩაკეტავს. „ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, ქვეყანას არ ჩავკეტავთ“, -განაცხადა ტრამპმა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1, 5 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსს კი 96000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
#ამერიკა
#აშშ
#კოვიდ19
#კორონავირუსი
#საზღვრები
#ჰედლაინი
0