“ღია საჰაერო სივრცე” იხურება - ერთ-ერთი მიზეზი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებია

0
აშშ რუსეთს ე.წ. ღია საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულების მრავალჯერ დარღვევაში ადანაშაულებს და შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ხელშეკრულება, რომელიც 35 სახელმწიფოს აერთიანებს, საშუალებას იძლევა შეიარაღების არმქონე თვითმფრინავით სადამკვირვებლო ფრენა განახორციელდეს დოკუმენტის მონაწილე ქვეყნის საჰაერო სივრცეში. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთი მსგავსს ფრენებს სტრატეგიული მნიშვნელობის ამერიკულ და ევროპულ ობიექტებზე, მისი მაღალი სიზუსტის იარაღის მისათითებლად (დასამიზნებლად) იყენებს. გარდა ამისა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე და დამატებით კალინინგრადის მხარეზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#open
#air
#treaty
#USA
#Russia
#occupation
#headline
0