7 votes
1 comments
0 shares
Save
5 views
Qeti Ghvinjilia
Tbilisi · 1 year ago

ბევრი უცნაური მაგრამ ამავდროულად ლამაზი რამის ნახვას შეძლებს ადამიანი სეირნობისას ❤✋👋🖐👐


Qeti Ghvinjilia
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 2 weeks ago
რატომ ჩავედი აფხაზეთში?
რამდენიმე კვირით ადრე სანამ ვირუსი საქართველომდეც მოაღწევდა, აფხაზეთში ვიმოგზაურე. ეს ის ადგილია, რომლის აღწერაც ცოტა რთულია ხოლმე ვინმეს დადანაშაულების გარეშე. არასოდეს ვყოფილვარ მანამდე ტერიტორიაზე, რომლის სტატუსიც “დე-ფაქტოა”, ამიტომ ჩემი თვალით მინდოდა მენახა. ამ მოგზაურობის დროს დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის ლეგენდარული სილამაზე სინამდვილე ყოფილა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნამ რაღაცნაირი ტკბილ-მწარე შეგრძნებები დამიტოვა, თითქოს იქაურობა ერთდროულად იტევს ზღაპრულ სილამაზესაც და მარტოობის, ჩაკეტილობის განცდასაც. მაშინვე დავფიქრდი რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე იზოლაცია, თუმცა პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ მაქვს. 2019 წლის ბოლოს საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სიტყვა “აფხაზეთი” ბევრს არაფერს მეუბნებოდა. მასზე ჩემი წარმოდგენა გაჯერებული იყო ქართველების ძალიან შთამბეჭდავი მოგონებებით აფხაზეთზე. სწორედ ამან ამაღებინა მატარებლის ბილეთი ზუგდიდამდე, ბოლო სარკინიგზო სადგურამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. იანვარი იყო. ერთი ღამე დამჭირდა ჩასასვლელად, მატარებელში საშინლად ცხელოდა, მაგრამ როგორც გავჩერდით, გარედან შემოსულმა სიცივემ მაშინვე გამომაფხიზლა. ტაქსის მძღოლების უმეტესობა ცდილობდა პირდაპირ მესტიაში წავეყვანე, ცნობილ სათხილამურო კურორტზე სვანეთში. მაგრამ ჩემი ბოლო გაჩერება პოლიციის ბლოკ-პოსტი იყო, ენგურის ხიდთან ახლოს. ტაქსიდან რომ გადმოვედი, დილის 8 საათი იყო. ორი საათის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გავიარეთ და მე და მალაიზიელ ტურისტს ენგურის ხიდის გადაკვეთის ნებართვა მოგვცეს. ხიდზე გადასვლისას შევამჩნიე, რომ საქართველოსა და ევროპის დროშები გზადაგზა მწვანე, წითელი და თეთრი ფერის აფხაზეთის დროშით ნაცვლდებოდა. სანამ აფხაზეთში შევიდოდი, ჯერ რუსული და შემდეგ აფხაზეთის ბლოკ-პოსტი უნდა გამევლო. შეიძლება სხვა გზაც არის, არ ვიცი. არა რუსულენოვანი ტურისტისთვის ძნელი იყო გამერჩია ვინ ვინ იყო. ბევრი შეკითხვა არ დაუსვამთ სხვათაშორის, ალბათ იმიტომ, რომ საერთო ენაზე არ ვლაპარაკობდით. რუსულის არ ცოდნა, მოკლედ, დამეხმარა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი მოლოდინი თურმე. სასაზღვრო პოლიციის ორივე პოსტიდან ნებართვას ველოდებოდი, ველოდებოდი მგზავრებით როდის შეივსებოდა პირველი “მარშუტკა”რომ გალში მოვხვედრილიყავი, ველოდებოდი მეორე “მარშუტკას” რომელიც გალიდან გადამიყვანდა და საბოლოოდ სოხუმში ჩამიყვანდა. ქალაქისკენ მიმავალი გზა ნამდვილი საოცრება იყო. წარმოიდგინეთ დიდი სწორი მიწა დათოვლილი კავკასიონის მთების ფონზე და რამდენიმე ძალიან ლამაზი სახლი (უმეტესად, ცარიელი) გზაზე. 24 საათის შემდეგ, სოხუმში ჩასვლა დიდი შვება იყო ბოლოს. ზღვის სანაპირო მზის ჩასვლის ფონზე მომაჯადოებელი იყო; მშვიდი და წყნარი. ცოტა ნიავიც უბერავდა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგაც არ მომშორებია მარტოობის ძლიერი განცდა. რასაც ვუყურებდი და ვისმენდი, ამ გამოცდილებას მხოლოდ მრავალფეროვანს ხდიდა. არ ვიცი, შეიძლება ეს სეზონის ბრალი იყო. იანვარში ვიყავი სოხუმში, ეს დრო კი ნამდვილად არ არის იდეალური ზაფხულის კურორტზე სამოგზაუროდ. საოჯახო სასტუმროშიც კი ვერ გავჩერდი, დახურული დამხვდა არასეზონურობის გამო. სხვა გზა არ მქონდა, სოხუმის ცენტრში, შედარებით ძვირადღირებული სასტუმრო ავიღე. პირველი, რაც შესვლისთანავე შევამჩნიე, კედელზე ჩამოკიდებული საათები იყო. როგორც წესი, სასტუმროში საათები დასავლეთის დიდი ქალაქების დროს გვიჩვენებენ ხოლმე (ლონდონი, მადრიდი, პარიზი ა.შ.), მაგრამ აქ მხოლოდ მოსკოვის, მანაგუასა და კარაკასის დროებს ვხედავდი. თურმე, ეს იმ ქვეყნების დედაქალაქებია, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. მეორე დღეს სოხუმის უფრო სრულფასოვნად დათვალიერება გადავწყვიტე. პირველად ქალაქის სანაპირო ზოლში გავისეირნე. მოვლილი მომეჩვენა იქაურობა, შენობები ახალი გარემონტებულია, თანამედროვე სტილის ახალი რესტორნებიც შევამჩნიე, ქუჩები სუფთაა, ხეებითა და ნარგავებით სავსეა სანაპირო, მოკლედ, საუკეთესო საზაფხულო კურორტის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ერთ-ერთი კაფის ვერანდაზე ყავას ვსვამ მარტო და ვხედავ, ხიმინჯებთან კაცები იკრიბებიან სათევზაოდ. მზე ანათებს და თავს შესაშინავად ვგრძნობ, თითქოს ეს-ეს არის დაიწყო გაზაფხული. მეთევზეებისგან მოშორებით, ცარიელ ნავმისადგომს ვხედავ, რომლის გარშემოც ამაყად ჰკიდია ეროვნული დროშები. მოგვიანებით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მეუბნება, რომ ეს ნავსადგომი არც არასოდეს გამოუყენებიათ თავისი დანიშნულებით. საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში აშენდა, 1992-1993 წლების ომმა კი ეს პროექტი შეაჩერა. ცარიელი, გამოუყენებელი შენობები თითქოს მუდმივი შეხსენებაა იმის, რომ აფხაზეთი დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფილია. იგივე გრძნობა მქონდა როცა ქალაქის ქუჩებს ვათვალიერებდი, დაცარიელებული სახლები და მიტოვებული აგარაკები ლამაზ და შთამბეჭდავ შენობებს შორის დგას. ეს ურბანული გარემო ერთდროულად მომხიბვლელიც არის და სევდის მომგვრელიც. ბუნების ეს ხედი, მოშიშვლებულ სივრცეებს თითქოს ნელ-ნელა ახლადწარმოქმნილი ტყით ანაცვლებს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მართლაც მომხიბვლელია, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებები ისევ საშინელი სიცარიელის შეგრძნებებს ერევა და პერიოდულად თავბრუსხვევასაც კი ვგრძნობ. ძალადობრივი გარემოს ექო, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, ამ ნანგრევებს ფონად მოჰყვება. ცოტახანში რამდენიმე უცხოელს შევხვდი არასამთავრობო სექტორიდან, ისინი იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც 1992-1993 წლების ომში გაუჩინარდნენ. ადგილობრივებსაც ეხმარებიან ფსიქოლოგიურ ტრამვებს გაუმკლავდნენ. ომის ნარჩენები ყველგანაა, ამიტომ შეგრძნება მქონდა, რომ ეს ტრამვაც არსად წასულა, ისევ ზედაპირზეა. ომიც სულ გახსენებს თავს: მთლიანად შავებში შემოსილი, მგლოვიარე ქალი, რომელიც ომში დაკარგულ ბიჭებს მისტირის. აქ სხვა ადამიანებიც სულ ომზე მიგანიშნებენ. ცხადია, თბილისშიც არსებობს ომის მეხსიერება. თუმცა, შეგრძნებები თითქოს უფრო სუსტია. მაგალითად, ქართველები სულ ნოსტალგიით, სევდით ლაპარაკობენ აფხაზეთზე, ძველი მშობლიური სახლები ახსენდებათ სანაპიროზე, ეს განცდები უფრო სინანულს ჰგავს ძველი დიდების დაკარგვის გამო. აფხაზებს კი, ომი უფრო მძაფრად ახსოვთ. მათთვის ეს თითქოს ერთდროულად არის ეროვნული სიამაყის მიზეზიც და ტანჯვისაც მათ შორის. ომის შემდეგ შექმნილი რეალობა მათ ცხოვრებაზე ყოველდღიურად აისახება. აფხაზები აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ. აქ დღეს სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს: მათ შორის რუსები, სომხები და ბერძნები. ეს მრავალფეროვნება სოხუმის ცენტრალურ ბაზარში ყველაზე კარგად იგრძნობა. ქალაქში ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ქალების ჯგუფი მახსოვს, ზოგი ყიდდა, ზოგი ჭამდა, ზოგიც ყიდულობდა. ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. ძირითადად რუსული ენა მესმოდა. პროდუქტების უმრავლესობა ან ადგილობრივი წარმოებისაა ან თურქული. ბაზარი ხალხით იყო სავსე და ქალაქის ქუჩებიდან გამოყოლილი სიმარტოვის შემდეგ, ნაცნობი გრძნობები განმიახლდა. ალბათ ამიტომაც, სოხუმში ყოფნის ყოველ დილას ბაზარში მივდიოდი და ამ ხალხმრავლობას ვაკვირდებოდი. ჩემი იქ ყოფნაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ტურისტული სეზონიც აღარ იყო, ამიტომ უცხო სახემ მაშინვე მიიქცია ქალაქში ყურადღება. მეგობრულები იყვნენ და ცდილობდნენ ინგლისურად რამდენიმე სიტყვა მაინც ეთქვათ, ლექსიკონში ამოწმებდნენ. აინტერესებდათ, საიდან ვიყავი. საფრანგეთი რომ გაიგეს, პარიზი ახსენეს მაშინვე. J’aime Paris! მკითხეს საიდან და რატომ ჩავედი აფხაზეთში, ზუგდიდის გავლით? წარმოშობით ქართველი ხომ არ ვიყავი ან ქმარი ხომ არ მყავდა ქართველი? ვინმეს ხომ არ ვყავდი სპეციალურად გაგზავნილი თუ ჩემი ინიციატივით ავირჩიე აფხაზეთი. ცოტა უჭირდათ იმის წარმოდგენა, რატომ უნდა ჩასულიყავი სოხუმში საკუთარი ნებით. ამ ეჭვების მიუხედავად, მაინც თბილად მხვდებოდნენ, აშკარად უხაროდათ უცხოელის დანახვა, ეტყობა არც ისე ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც რუსულად ვერ ლაპარაკობენ. ერთ დღესაც სასეირნოდ ქალაქიდან მოშორებით წავედი და ცოტა უცნაური საცხოვრებელი კომპლექსი დავინახე. შესასვლელში საბჭოთა პერიოდის მოზაიკა იყო, სხვათაშორის კარგად შენარჩუნებული. შეიძლება ეს სიმბოლო იმ ნოსტალგიას გამოხატავდა, რაც აფხაზებს საბჭოთა კავშირის საუკეთესო წლებთან აკავშირებთ. შენობის გარშემო რუსულმა ბილბორდებმა მიმანიშნა რომ აქ ძველად, სამხედრო სანატორიუმი ყოფილა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს შენობა დღესაც რუსულ სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა შენობა მთლიანად ცარიელია. ფეხით სიარული გავაგრძელე და ხეივანს ბოლომდე ჩავუყევი, ორივე მხრიდან ხის აივნებიანი სახლებით იყო გარშემორტყმული. სულ ბოლოს დიდი ჭიშკარია, რომელსაც დაცარიელებულ სანაპიროზე გაყავხარ. ორი ბავშვი სილაში თამაშობდა, ყველაფერი ძალიან მშვიდი და ლამაზი ჩანდა აქედან. ეს განსაკუთრებული და ამაღლებული განწყობა, ალბათ, წელიწადის მხოლოდ ამ დროს, ზამთარშია, როცა ტურისტები უკვე წასულები არიან. იგივე შეგრძნებები გაგრამდე გამყვა, ისევ “მარშუტკით” ვიმგზავრე. როგორც ჩანს, ეს გადაადგილების ძირითადი საშუალებაა აფხაზეთში. ზამთარში გაგრა მოჩვნებების ქალაქს ჰგავდა, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც მასზე ჩამოსვლამდე მომიყვნენ. მხოლოდ სანაპირო კი არ დამხვდა ცარიელი, ულამაზესი ვილებიც მთის ფერდობზე და ძველი სანატორიუმებიც. რესტორნები და კაფეები, რომლებიც სეზონზე რუსი ტურისტებით გადავსებულია თურმე, დაკეტილია. ამ გარემოში ისევ თავბრუსხვევა დამეწყო. მალევე “მარშუტკაში” ჩავჯექი და ახალი ათონისკენ გავემგზავრე. აღმოჩნდა, რომ მარტო ვზივარ მძოლთან ერთად. გზაში რადიოა ჩართული და რუსული მუსიკა მესმის, თან ზღვას გავყურებ. შავი ზღვა ძალიან ლამაზია, ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს. ვხვდები, რომ ამ მოგზაურობაში ემოციები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება: გაოცებასა და აღფრთოვანებას აუცილებლად რაღაცნაური შფოთი და შიში მოჰყვება ხოლმე. აფხაზეთში ყოფნის ბოლო დღე ოჩამჩირეში გავატარე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სრულიად განსხვავებული აფხაზეთი აღმოვაჩინე. 1992-1993 წლების ომამდე, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. დღეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და სევდიანი ქალაქია აფხაზეთის სანაპიროზე. ღამე ჩემი მეგობრის ოჯახში დავრჩი. დიანას დედა ქართველია. მას აფხაზური პასპორტი აქვს. დიანა 26 წლის არის და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს. ყველა იმ ენაზე უნდა ელაპარაკოს ხალხს, რომლებსაც ინტერნეტით სწავლობს. ინგლისურის გარდა, მას კომუნიკაცია თურქულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეუძლია. “ყველაზე მეტად მინდა პასპორტი ავიღო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დავიწყო,” მეუბნება დიანა. თუმცა, მემგონი ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა მისთვის. დიანა აფხაზების იმ 30%-შია, რომლებმაც რუსული პასპორტების აღება ვერ მოასწრეს. აფხაზური პასპორტით მოგზაურობა კი თითქმის შეუძლებელია, რადგან მის დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს. უცხო ენების პრაქტიკას სამსახურში უცხოელებთან გადის. დიანა ტურისტულ გიდად მუშაობს სოხუმში. გამოწვევების მიუხედავად, მას სჯერა, რომ ერთ დღესაც აფხაზეთი ნამდვილად იქნება ძლიერი და მოგზაურობასაც შეძლებს. “ჩვენ პატარა და ლამაზი ქვეყანა ვართ, ძალიან ვცდილობთ ჩვენი უნიკალური კულტურა, ენა და ისტორია შევინარჩუნოთ. მინდა მსოფლიომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს. ხალხმაც მეტი გაიგოს ჩვენზე და უკეთ გაგვიცნოს.” ამ გოგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი სიამაყის განცდა როცა აფხაზეთის მემკვიდრეობაზე მელაპარაკებოდა. კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე, რა გავლენა აქვს იძულებით იზოლაციას ადამიანის ცხოვრებაზე. მეორე დღეს, სანამ გრძელი გზით ისევ თბილისში დავბრუნდებოდი, ვიგრძენი, რომ ჩემი მოგზაურობა აფხაზეთში დასრულებული არ იყო. იანვარში იქ ჩასვლამ იზოლაცია მთელი სიმძაფრით მაგრძნობინა. ეს ალბათ, ჩემს ფოტოებშიც აისახა. როცა მათ ახლოდან ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი უფრო ცარიელი და ნაცრისფერია, ვიდრე ჩემი სხვა ნამუშევრები. მე მაინც ხალხით გადატვირთულ ადგილებში ცხოვრებას ვარ მიჩვეული და ეს სიცარიელის შეგრძნება ძალიან ახალი იყო ჩემთვის. ფოტოების გადაღებაც ერთგვარი ფორმაა აფხაზეთის გასაცნობად. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი. აფხაზეთის კულტურის, რიტუალებისა და ტრადიციების შესწავლას დრო დასჭირდება. იქ ყოფნის შემდეგ, თითქოს უკეთ გავიგე რას ნიშნავს იზოლაცია და მარტოობა. რამდენიმე კვირაში, ვირუსის პრევენციის მიზნით, მთელი რეგიონი ჩაიკეტა. ორ თვეზე მეტი აფხაზები და ქართველები თვითიზოლაციაში იყვნენ ისევე როგორც, მთელი დანარჩენი მსოფლიო. გულწრფელად რომ ვთქვა, მარტოობას და იზოლაციას სულაც არ განვიცდი, ვიცი, რომ დროებითია და ადრე თუ გვიან ისევ დავუბრუნდები დატვირთულ და ხმაურიან დღის რეჟიმს. ალბათ, სულ სხვანაირი განცდაა, როცა არ იცი როდის სრულდება იზოლაცია. დღევანდელი სიტუაცია ემპათიისკენ გვიბიძგებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე გვაფიქრებს, ვისთვისაც იზოლაცია ყოველდღიურობაა. წყარო: CHAI KHANA ავტორი: მარი ოდინეტი#აფხაზეთი #სოხუმი #გაგრა #ოკუპაცია #sokhumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
გაიგე ვინ ხარ და რას წარმოადგენ ეგვიპტური ჰოროსკოპის მიხედვით
ნილოსი: (1-7 იანვარი, 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი) ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგზნებარე და იმპულსურები არიან. მათი დევიზია - "უკეთესია გააკეთო და არ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო". ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ პროფესიას, სადაც საჭირო არ არის მთელი დღე სამუშაო ადგილზე ჯდომა და ადვილადაა შესაძლებელი როგორც სწრაფი გადაადგილება, ასევე მოღვაწეობის სფეროს შეცვლა. ამ ნიშნის ვეშ დაბადებული ადამიანების ზებუნებრივ თვისებას წარმოადგენს მკურნალობის უნარი, მათ შეუძლიათ თავის ტკივილის მოხსნა, გათვალვისაგან და ნეგატიური ენერგეტიკისაგან დაცვა. მათ გვერდით ადამიანები თავს კარგად და მშვიდად გრძნობენ, მათი ბიოველი დადებითად იმუხტება. ხასიათის მიხედვით ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლის მოყვარულები და მომთმენები არიან, ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი გამჭრიახობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომ მათი რჩევები ხშირად ამართლებს. ისინი ყოველთვის იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც მათი დახმარებაა საჭირო. ამ თვისების გამო მათ ხშირად იყენებენ, თუმცა ისინი ღალატს არ პატიობენ, გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იმპულსურად მოქმედებენ. ნილოსები თავგადადებული მეოჯახენი არიან. ისინი ახლობელ ადამიანებს განსაკუთრებული სინაზით ეპყრობიან, გვერდით უდგანან და ხელს უწყობენ წარმატების მიღწევაში. ამონ-რა (8-21 იანვარი, 1-11 თებერვალი) ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ბრძენი და მიზანმიმართული ნატურები არიან, მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, ჭარბი ოპტიმიზმია. კოლექტივში ისინი, როგორც წესი ლიდერის როლს თამაშობენ, ხოლო საქმიანობის სფეროდან ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელშიც ბოლომდე შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დიდებისკენ სწრაფვა მათ სისხლში აქვთ. შეაქეთ ამონ-რა და ის მთებს შეძრავს. მათ გააჩნიათ მომავლის პროგნოზირებისა და წინასწარ განჭვრეტის უნარიც. ხასიათის მიხედვით, ამონ-რას ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მამაცები და სიცოცხლისმოყვარულები არიან. მათ შესწევთ უნარი დაამშვიდონ ადამიანები, რომლებიც მის გვერდით თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობენ. ისინი ლიდერის აურას ფლობენ, არ არიან დიქტატორები. ამონ - რას ნიშნის მატარებლები კარგი დიპლომატები არიან, რისთვისაც საჭირო მომენტში ეშმაკობასაც არ ერიდებიან, აქვთ ორატორული ნიჭი, მიზანდასახულობა და ქარიზმა კი მათდამი ნდობასა და ყურადღებას იწვევს ადამიანებში. ისინი ისეთი პოპულარულები არიან მეგობრებისა და კოლეგების წრეში, რომ ზოგჯერ საყვარელი ადამიანისთვის დრო აღარ რჩებათ. პირად ურთიერთობებში საკვირველია, მაგრამ უჭირთ პარტნიორთან ბოლომდე გახსნა, მათ სულში წვდომა ძალიან ძნელია. ნუტი (22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი) ნუტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მომთხოვნები არიან როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მათგან შორსაა რომანტიკა, სამაგიეროდ მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ არა სიტყვით, არამედ საქმით. მათ შორის ძალიან ბევრი ექსპერიმენტატორები, გამომცდელები და პროგრესული ადამიანები არიან. ნუტები დიდი ფიზიკური ძალით, ჯანმრთელობით და ნებისმიერი უსიამოვნების წინასწარ განჭვრეტის უნარით გამოირჩევიან. ხასიათის მიხედვით ნუტები ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ მათ ხშირად აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ისინი ხშირად მწუხარებიდან მხიარულებაში (ან პირიქით) ძალიან ადვილად გადადიან. მათთვის თავის მოწონება ძალიან ძნელია, დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს ის, ვისაც ნუტისთვის თავის მოწონება სურს. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებისგან დისტანცია დაიჭირონ და საკუთარი მიზნები ისე განახორციელონ. ასე ისინი ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევას ცდილობენ. პირად ურთიერთობას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული ემოციებისა და შიშების მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ სულიერ წონასწორობასა და მყარ კავშირს საკუთარ პარტნიორთან. გები (12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო) გების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კეთილები და კარგი მრჩეველები არიან, მათ კარგად ესმით სხვა ადამიანების. მათ შორის ბევრი საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგი და ტექნიკის სფეროში მოღვაწე ადამიანია. რასაც ისინი ხელს მოკიდებენ, ყველაფერი ყვავის, რადგან რაც კი პლანეტაზე მწვანეა, მათ ძალითა და ენერგიით ავსებს. ისინი ფლეგმატურები არიან, რაც იმის მიზეზია, რომ არ შეუძლიათ აჩქარება და ფუსფუსი. გებები მგრძნობიარენი, შთაბეჭდილების მომხდენნი და კეთილშობილები არიან, ისინი მეგობრებში და კოლეგებში დიდი ნდობით სარგებლობენ, ამის გამო ისინი ესწრაფვიან გებებს საკუთარი პრობლემები გაუზიარონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ გებების კეთილი რჩევა მათ ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. პირად ცხოვრებაში გებები მოკრძალებულები არიან და ეძებენ ისეთივე თვისებების ადამიანს, როგორებიც თავად არიან, მგრძნობიარეს, სანდოსა და ენერგიულს. ისიდა (11-31 მარტი, 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი) ისიდას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების (განსაკუთრებით ქალების) ძირითად არსი სიყვარულია, ისინი სითბოს და სიკეთეს ასხივებენ, თუმცა ამასთან ერთად ზუსტად იციან რა უნდათ ცხოვრებისგან, ვარსკვლავები მათ პედაგოგიკაში და ეკონომიკაში წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. ისიდებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიონ, ამაში მათ ვერანაირი უარყოფითი ძალა ხელს ვერ უშლის. ისინი სიცოცხლისმოყვარულები, გახსნილები და ამბიციურები არიან, უყვართ ექსპერიმენტები და ცხოვრობენ ყოველგვარი ცრურწმენებისა და სინდისის ქეჯნის გარეშე. ისიდები მშვიდები, მიმნდომები და გულუხვები არიან, უყვართ ადამიანები და თავადაც ენდობიან მათ. პირად ცხოვრებაში ისინი დიდი და ხანგრძლივი სიყვარულით გამოირჩევიან, ხელს უწყობენ ოჯახური ცხოვრების გახალისებას სასიამოვნო (ხანდახან არც ისე), სიურპრიზებით. თუმცა ისეთი იდეალისტები არიან, რომ ერთხელ, პარტნიორთან იმედგაცრუების შემთხვევაში, იმედი უცრუვდებათ და სხვა პარტნიორის ძებნას, მარტო ცხოვრებას არჩევენ ხოლმე. ოსირისი (1-10 მარტი, 27-30 ნოემბერი, 1-18 დეკემბერი) ოსირისის ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავი ორატორები და ორგანიზატორები არიან, ადამიანის შეცნობის დიდი ნიჭით არიან დაჯილდოებული, ზოგჯერ შესაძლებელია მათზე იფიქრონ, რომ აზრების გამოცნობა შეუძლიათ, რადგან მათგან რამის დამალვა თითქმის შეუძლებელია. ხასიათის მიხედვით ოსირისები ცნობისმოყვარენი არიან. უყვართ ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი ექსპერიმენტები. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, არ ეშინიათ, რომ მარცხს განიცდიან, რადგან ყოველთვის იტოვებენ სათადარიგო სვლას, რათა შეძლონ სიტუაციის გამოსწორება. თუმცა მათი ასეთი ენერგიულობა და ოპტიმიზმი გადაღლასაც იწვევს, რამაც შესაძლოა ზოგჯერ მსუბუქი დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ოსირისებს არ უყვართ, როცა რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მათ გარეშე ხდება. ისინი წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ძალასა და სიფაქიზეს, მგზნებარებასა და ალტრუიზმს. პირად ცხოვრებაში ისინი სტაბილურები არიან, თუმცა ზოგჯერ მგზნებარე მეგობრობა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სიყვარული. თოტი (1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი) ტოტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარით გამოირჩევიან. მათ შორის გვხვდებიან განსაკუთრებული ნიჭით, ჰიპნოზის უნარით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პიროვნება ნებისმირ საკითხში მარტივად დაარწმუნონ. ამისათვის კი საკმარისია მოსაუბრეს თვალებში უყურონ. სიმართლის ტყუილისგან გარჩევა თოტებს რამოდენიმე წამში შეუძლიათ. ხასიათის მიხედვით თოტები გულუხვები და პატიოსნები არიან, მათ კარგად გამოდით პედაგოგობა და არ უჭირთ ცხოვრებაში ისეთი პროფესიის პოვნა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ და რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებიან თოტები ცნობისმოყვარენი არიან, ისინი მუდამ ახალის და შეუცნობელის შესწავლისაკენ მიისწრაფვიან. ამასთან ერთად თავმდაბლები რჩებიან და საკუთარ უპირატესობას არავის აგრძნობინებენ. ისინი წარმატებით უმკლავდებიან ყველა წინააღმდეგობას, რომლის წინაშეც ცხოვრება აყენებთ და ყოვეთვის ცდილობენ ჭეშმარიტების დადგენას. პირად ცხოვრებაში თოტები დელიკატურები და მოწესრიგებულები არიან, მათ შეუძლიათ პარტნიორს მისცენ ყველაფერი საუკეთესო, რაც გააჩნიათ, თუმცა ამავე დროს ოსტატურად შეუძლიათ შენიღბონ საკუთარი ნაკლი. ჰორი (ჰოროსი) 1-7 მაისი, 20-30 აპრილი, 12-19 აგვისტო - ჰორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შესანიშნავი ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ, რის გამოც ისინი კარგად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას შემოქმედებით პროფესიებში. მათ შორის არიან კარგი მუსიკოსები, ბიოლოგები, ზოოლოგები. განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა ცხოველებთან, რომლებიც სიხარულით რეაგირებენ ჰორების ბრძანებებზე. ალერსით თუ სიმკაცრით, მათ ნებისმიერი მხეცის მოთვინიერება შეუძლიათ. ხასიათის მიხედვით, ჰორები სიცოცხლის სიყვარულით, კეთილშობილებით და ჯანმრთელი პრაგმატიზმით გამოირჩევიან. საკუთარ მიზნებს ისინი ნათლად უყურებენ, ამიტომ მათ მიღწევაში პრობლემები ნაკლებად ექმნებათ ხოლმე. გარდა ამისა არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, პირიქით, იზიდავთ კიდეც ის. უყვართ რისკი და არ გაურბიან პასუხისმგებლობას. ამავდროულად დარწმუნებული არიან საკუთარ თავში. უყვართ მართვა, ყველაფრის კონტროლი, ასეთ დროს ისინი ნაკლებად ტაქტიანები არიან, აკლიათ მოთმინება და დიპლომატია. პირად ცხოვრებაში ჰორებს თავისუფლად შეიძლება ერთი ნახვით შეუყვარდეთ, თუმცა მათი გრძნობა დროებითი და მყიფეა, სერიოზული გრძნობა გამოცდილების და ხანგრძლივი ურთიერთკავშირის შემდეგ მოდის. ანუბისი (8-27 მაისი, 29-30 ივნისი, 1-13 ივლისი) ანუბისის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხასიათდებიან შავი იუმორის გრძნობით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ, ურთულეს სიტუაციაშიც კი იუმორის მომენტები დაინახონ. ანუბისები ადამიანი "ბუები" არიან, მათ უყვართ გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება. ხმაურიან თავყრილობებს განმარტოებას ამჯობინებენ ხოლმე. სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ისინი პრობლემას მარტონი უფრო ართმევენ თავს, ვიდრე გუნდურად. ანუბისები სიმართლის მოყვარულები არიან, მათ სამართლის აღსრულების ნიჭი აქვთ. მათგან სიმართლის დამალვა ძნელია. ისინი ყოველთვის იცავენ სუსტებს და სჯიან დამნაშავეებს. ისინი სინათლეს - ჩრდილს, ხოლო პოპულარობას - მარტოობას ამჯობინებენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ანუბისებს იდუმალ პიროვნებებად მიიჩნევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ალღოს, გულახდილობისა და ერთგულების გამო, მათ აფასებენ. ანუბისები ცოტათი იდეალისტები და ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ დროდადრო დეპრესიაში ვარდებიან, თუმცა შეიძლება სწორედ ეს ეხმარება მათ გარკვეული პრობლემების გადაწყვეტაში. ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან, ამიტომ ის რაც სხვებისთვის გამოცანაა, მათთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ანუბისები შეუდრეკელები არიან და არ ცვლიან ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც პრობლემებს უქმნით პირად ურთიერთობებში. ამიტომ მათ პარტნიორის შერჩევა უჭირთ და ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან. სეთი (28-31 მაისი, 1-18 ივნისი, 28-30 სექტემბერი, 1-2 ოქტომბერი) სეთის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამბიციურები, საკუთარ თავში და სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები არიან. ისინი ხშირად გვევლინებიან პოლიტიკოსებად და გვხვდებიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. მათ განსაკუთრებულ ნიჭი აქვთ გამოიცნონ მომავალი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბედის ნიშნებს და მკითხავებს. სეთებს არ ეშინიათ წინააღმდეგობების, რადგან იციან, რომ მათი გადალახვა აუცილებელია და ამას აზარტით აკეთებენ. ისინი ვერ სწავლობენ წარსულ შეცდომებზე და ხშირად იმეორებენ მას. მუდამ აქვთ მოთხოვნილება წამოიწყონ რამე ახალი. შინაგან სიმშვიდეს კი შინაგან პარადოქსებთან ბრძოლით პოულობენ. სეთებს ხშირად ეჩვენებათ, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს. ვერ იტანენ შეზღუდვებს პროფესიულ, სოციალურ და სასიყვარულო სფეროებში. საკუთარი ეგოიზმით ისინი თავს იცავენ ისეთი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოთ. დროდადრო კი გაქცევასაც ამჯობინებენ, რათა არ დაკარგონ თავისუფლება. პირად ურთიერთობებში, სეთებს ძალიან უჭირთ საკუთარი ეჭვიანობის კონტროლი და შეგნებულად ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც თვალებს დახუჭავენ ასეთ თვისებაზე და მათ იმპულსურ მოქმედებას, მოწონებითაც კი შეხედავენ. ბასტეტი (14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი) ბასტეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან, მათ შეუძლიათ რეალურად, ზუსტად შეაფასონ და შეიგრძნონ სიტუაცია. ბასტეტები იდეალური მეუღლეები და დედები არიან. ისინი ადვილად აღწევენ წარმატებას ქალურ პროფესიებში. მათგან გამოდიან შესანიშნავი მასწავლებლები, მედდები, ბუნებისდამცველები, ბუღალტერები და ა.შ, ისინი შესანიშნავად კერავენ, ქსოვენ, საუცხოო კულინარები არიან. ბასტეტებს ადამიანების დამშვიდებისა და სტრესის მოხსნის განსაკუთრებული უნარი აქვთ, გააცნიათ გასაოცარი, მყუდრო, ბიოველი, რომელიც ათბობს და ამშვიდებს გარშემომყოფთ, ხოლო დიპლომატია, შარმი, გრაცია და სიუხვე მიმზიდველს ხდის მათ პერსონას. ხასიათის მიხედვით ბასტეტები ყურადღებიანები და ფრთხილები არიან, მათ კარგად შეუძლიათ თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა გადაჭარბებული სიფხიზლე ზოგჯერ ხელს უშლით სიტუაციის სწორად შეფასებაში. ზედმეტი მოკრძალებულება კი არ აძლევთ საშუალებას, ბოლომდე გაეხსნან სამყაროს და ცხოვრება უფრო ნათელი და საინტერესო გახდეს. კარგად განვითარებული ინტუიციის და ტაქტის გრძნობის გამო მათ ხშირად მიმართავენ რჩევებისთვის და არც ცდებიან, რადგან ბასტეტებს ყველასთვის მოეძებნება საჭირო რჩევები. პირად ცხოვრებაში ბასტეტები ერთგულები და თავდადებულები არიან, ისინი ეძებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც შეძლებენ მათი მგრძნობიარე ხასიათისა და ემოციურობის გათვალისწინებას სეხმეტი (29-31 ივლისი, 1-11 აგვისტო, 30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი) სეხმეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადამიანები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, ისინი ძალიან მომთხოვნები არიან, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან მიმართებაში. ხასიათდებიან ერთნაირი ნიჭით ნებისმიერ პროფესიაში, სადაც უხდებათ ხალხთან ურთიერთობა და გადაწყვეტილებების მიღება. იღბალი მათი გამორჩეული იარაღია, ისინი ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე და რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, წარმატება მათი მეგზურია. ისინი თმის ღერიდან ფრჩხილებამდე, მომავალი პერფექციონისტები არიან, ამიტომ დაუკმაყოფილებლოიბის გრძნობა მუდამ თან სდევთ, თუმცა მეტი მოქნილიობა, ფანტაზია და ნაკლები თვითკრიტიკა გაცილებით მარტივს გახდიდა მათთვის ცხოვრებას. ხასიათის მიხედვით სეხმეტები ამაყი, შეუდრეკელი და ტემპერამენტიანები არიან. მათ ბევრი მეგობრები ყავთ, თუმცა ყოველთვის არ არიან შემწყნარებლები მათ მიმართ. ისინი კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ამიტომ ნაკლებად უშვებენ შეცდომებს. პირად ცხოვრებაში სეხმეტების გარეგნული სიამაყის მიღმა პატიოსანი და მგრძნობიარე ნატურა იმალება, ისინი ძალიან ფრთხილები არიან პარტნიორებთან ურთიერთობებში, განსაკუთრებულად უდგებიან და უფრთხილდებიან მათთან ურთიერთობას.#ასტროლოგია
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
შესაძლებელია თუ არა COVID 19-ით რამდენჯერმე დაინფიცირება
COVID-19– ით ხელახლა დაინფიცირების ალბათობის შესახებ პირველი ცნობები თებერვალში გავრცელდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც გამოჯანმრთელებულ იაპონელ პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, რომელმაც ჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, შემდეგ კი კვლავ დადებითი გახდა. მსგავსი შემთხვევები იაპონიაში მოგვიანებითაც დაფიქსირდა, შემდეგ კი „ხელახალი ინფიცირების“ პრობლემა აქტუალური ჩინეთშიც გახდა. ამ სიტუაციის შესახებ განმარტებას მეცნიერებს სთხოვდნენ. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ხელახლა ინფიცირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობდა. ისინი შექმნილ სიტუაციას ტესტების მაღალი ცდომილებით ხსნიდნენ. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიის საწყის ეტაპზე კორონავირუსის ტესტები ძალიან ზუსტი არ იყო, რის შედეგადაც არაერთი შეცდომა დაფიქსირდა, მათ შორის - ცრუ დადებითი შედეგები. რეინფექციის საკითხის უფრო დეტალურად შესასწავლად, ცოტა ხნის წინ ჩინელმა მეცნიერებმა სამოდელო ცხოველებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ მაკაკები COVID-19– ით დააინფიცირეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი მათგან აღებულ სინჯებში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. მოგვიანებით, ცდისპირი ცხოველების სისხლში ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულები აღმოაჩინეს. ინფიცირებიდან 28 დღის შემდეგ მეცნიერებმა სცადეს, ორი მაკაკა ხელახლა დაეინფიცირებინათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. განმეორებითი ინფიცირების მცდელობიდან ხუთი დღის შემდეგ, მაიმუნებს ცხვირ-ხახიდან ნაცხი აუღეს. ანალიზის მიხედვით, მათ ვირუსის ნაწილაკები არ დაუფიქსირდათ. შემდგომმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ცდისპირ მაკაკებს დაავადების არანაირი სიმპტომი არ ჰქონდათ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელმეორედ დაინფიცირების მცდელობის შემდეგ ერთ მაიმუნს სპეციფიკური ანტისხეულების კონცენტრაცია S- პროტეინზე სამჯერ გაეზარდა, მეორეს კი უცვლელი დარჩა. ამრიგად, დღეისათვის არ არსებობს სანდო მონაცემები იმის შესახებ, რომ COVID-19-ით რეინფიცირება შესაძლებელია. ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევას სპეციალისტები ძირითადი ინფექციის მიერ დატოვებულ სიმპტომებს ან ტესტების ცდომილებას უკავშირებენ. მკვლევართა განმარტებით, უფრო მეტიც, არსებობს სერიოზული საფუძველი იმ მოსაზრებისთვის, რომ ინფიცირებიდან პირველი თვეების განმავლობაში, ხელახლა დაავადება უბრალოდ შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ ინფიცირების შემდეგ COVID-19-ს აღარ უნდა ვუფრთხოდე? COVID-19-ის პანდემია სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ამიტომ როგორი იქნება ჩვენი იმუნიტეტი დაახლოებით 1 წლისთავზე, ჯერ ძალიან რთული სათქმელია. დაავადების შემდეგ სისხლში ანტისხეულების არსებობა, სამწუხაროდ, ინფექციისადმი მუდმივი იმუნიტეტის გარანტიას არ იძლევა. ბევრი რამ თავად ინფექციის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ადამიანები, რომლებმაც წითელა ან წითურა გადაიტანეს, ამ ინფექციური დაავადებებისადმი იმუნიტეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ, მაშინ როდესაც გრიპი შეიძლება ბევრჯერ გადაიტანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი ყოველ ჯერზე სრულად იკურნება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია გრიპის ვირუსის ცვალებადობით: მის სტრუქტურაში მუდმივი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმს საშუალებას არ აძლევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოიმუშავოს ანტისხეულები, რომლებიც გრიპის ყველა ტიპის წინააღმდეგ ეფექტიანი იქნება. ჩვეულებრივი კოროვირუსული ინფექციების მიმართ, რომლებიც „სეზონურ გაციებას“ იწვევს, ადამიანი იმუნიტეტს მხოლოდ რამდენიმე თვეს ინარჩუნებს. თუმცა, COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი მათგან ბევრი თავისებურებით განსხვავდება. მაგალითად, გენომის სტრუქტურით დაწყებული და დაავადების მიმდინარეობის პროცესით დამთავრებული. ამიტომაც აქ რამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. ამ თემაზე მეცნიერთა მოსაზრებებიც განსხვავებულია. ტეხასის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ვინიტ დ. მენაჩერი ვარაუდობს, რომ ახალი კოროვირუსის მიმართ იმუნიტეტი ადამიანს ერთიდან ორ წლამდე უნარჩუნდება. ნიუ-იორკის მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგი ფლორიან კრამერი (მისი ნაშრომები სეროლოგიური ტესტების წარმოებაში აქტიურად გამოიყენება) თვლის, რომ COVID-19– ის ანტისხეულები, სავარაუდოდ, სისხლში ძალიან ცოტა ხანს რჩება, მაგრამ ზოგადად იმუნური სისტემა რეინფექციის შემთხვევაში უფრო ეფექტიან რეაგირებას შეძლებს. ოპტიმისტური მაგალითის კონტექსტში აქ შეიძლება „ატიპური პნევმონიის“, SARS-CoV-1-ის გამომწვევ პათოგენზე ვისაუბროთ. ეს არის კორონავირუსი, რომელიც 2002 წელს გამოჩნდა და ადამიანებში გამოიწვია სიმპტომები, რომლებიც COVID-19-ს ჰგავს. მთელი რიგი კვლევის თანახმად, ადამიანს SARS-1-ისადმი იმუნიტეტი ინფიცირებიდან, სულ ცოტა, 6 წლის განმავლობაში უნარჩუნდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რაც უფრო რთულად მიმდინარეობდა დაავადება, მით უფრო მაღალი იყო T– უჯრედების მეხსიერების დონე. სწორედ ეს უკანასკნელი „იმახსოვრებს“ უცხო ნაწილაკებს და ორგანიზმში მათი განმეორებით გამოჩენის შემთხევაში მომენტალურად რეაგირებს.
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 1 week ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 weeks ago
ტერენტი გრანელი - ლიტერატურული ისტორია.
ტერენტი გრანელი დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ტერენტი გრანელს ცხოვრებამ მტკივნეული სიურპრიზები არგუნა. ზუსტად მისი ცხოვრებისეული ყოფა იყო იმის მიზეზი, რომ ტერენტი მისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი ყოფის ადრეულ ეტაპზე უფრო პოპულარული იყო, ვიდრე მოგვიანებით. მისი ცხოვრება შეგვიძლია გავაიგივოთ ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასთან. ტერენტიც მასავით კიბის ქვეშ ცხოვრობდა. კიბეს ერთი ფარღალალა შეჭედილი ფიცრული კარი ჰქონდა, კარს მიღმა კი ერთი ჭრიალა ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ერთი ნავთის ლამფა იყო. მას არანაირი გათბობა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდა. ტერენტი გრანელის ნამდვილი გვარი "კვირკველია", მეორე ვერსიით კი - "კვირკვაიაა". თბილისში ჩამოსვლისთანავე პოეტი ფსევდონიმად "გრანელს" ირჩევს. ამ სიტყვის ეტიმოლოგიის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ალბათ ყველაზე სწორი ვერსია სიტყვის ლათინური წარმოშობით აიხსნება. "გრანუმ" ლათინურად, "მარცვალს" ნიშნავს. პოეტი ხშირად ამბობდა: "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარ"... ტერენტი ყველასთვის ცნობილია, როგორც "უცნური" სიყვარულის მქონე პოეტი. მისი "უცნაური" სიყვარული იყო ულამაზესი ქალბატონი თამარ ჯაფარიძე - ტერენტის თაყვანისმცემელი, კიევში საცხოვრებლად წასული ოფიცრის მეუღლე, რომელმაც ერთხელ თავისი სურათი გამოუგზავნა წერილთან ერთად. ტერენტის და მას ერთმანეთი უყვარდათ. ერთხელ თამარმა მოსწერა, რომ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. სწორედ ამ დროს დაწერა ტერენტიმ ლექსი : “შენს მოლოდინში''. სადგურთან დახვდნენ თამარს ტერენტი და მისი მეგობარი. თამარი მიესალმა, ტერენტიმ უთხრა: “გამარჯობა'' შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა და უთხრა “ჩვენ წავედით, გვეჩქარება''. შემდეგ იხსენებს მეგობარი, რომ ტერენტის ბოდვის დროს წაასწრო. იგი ამბობდა, რომ თამარი არ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ელოდა. გიკვირთ ხომ ასეთი ლამაზი ქალის ტერენტისეული შეფასება? ის ხომ ტერენტი გრანელია- იდუმალი სული! ტერენეტი გრანელის შემოქმედების შესწავლის შედეგად აღმოჩენილი იქნა მისტიკური მოვლენების მხატვრული სახეები. გამოკვეთილია რამდენიმე ბიბლიურ-არქეტიპული და ფილოსოფიური მოდელი, შემდგარი ხუთი თავისგან : 1. მისტიციზმის რელიგიური, თეოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტები; 2. რელიგიური მისტიკა ტერენტი გრანელის პოეზიაში; 3.სიკვდილი ტერენტი გრანელის პოეზიაში; 4. ზოზიას მხატვრული სახე ტერენტი გრანელის პოეზიაში; 5. ნიცშეანიზმის კვალი ტერენტი გრანელის პოეზიაში. ტერენტი გრანელის ბოლო წლებში სრულიად სხვა გარდატეხა დაიწყო. საზოგადოებას თავადვე გაუუცხოვდა და მოგვიანებით სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. ერთ-ერთი სეირნობისას ტერენტი თბილისში გამოიპარა. იგი ვეღარავის ცნობდა, სრულიად მიუსაფარი დადიოდა დაახეული ტანსაცმლით და ცხოვრობდა ქუჩაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. როგორც უპატრონო მიცვალებული მიხაილის სახ. საავადმყოფოს პროზექტურაში მიასვენეს, სადაც პოეტი ერთმა პრაქტიკანტმა იცნო. დაკრძალვის პროცესისას სულ რამდენიმე ადამიანი მიჰყვებოდა, მათ შორის, ვალერიან გაფრინდაშვილი. #ტერენტიგრანელი #წალენიჯიხა #პოეტი #მისტიციზმი #ნიცშეანიზმი #პოეზია #zugdididaily
Kutaisi Daily
Zeda Simoneti, Georgia · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მორჩილაძემ ვრცელი ბლოგი დაწერა, სადაც ის ქუთაისის ისტორიაზე ყვება და ამ ქალაქის ღირებულებებს იხსენებს. გთავაზობთ ბლოგს: ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის. ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები. იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა. 1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება. ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ. ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა. არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ. რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური. ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები. ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა. სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება. ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო. დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის. ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა. ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა. სულ სხვა რამის დაწერა მინდა. სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო. პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო. ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი. ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა. ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს. სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა. მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ? ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე? რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი. რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო. გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული. სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.[pagebreak] მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ. ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს. დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო... ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში. ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს. მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა. მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე. მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება. ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო. ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. . ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე. მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა. მოვიგეთ, ფეოლა... გაგიჭირდებოდათ. მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ." #ქუთაისი #აკამორჩილაძე #KUTAISIDAILY
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
26 მაისი - დარბეული დამოუკიდებლობა
საქართველოსთვის 26 მაისი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დღეს ჩვენ ნანატრ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ. დღეს მე მინდა გიამბოთ იმ 26 მაისზე, რომლის წინა დღეებშიც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხალხი ბელა ჩაოს მღეროდა, ხოლო დამოუკიდებლობის დღეს სპეცრაზმმა უმოწყალოდ დაშალა და დაარბია. შევეცდები გავცე ისეთ აქტუალურ კითხვებს პასუხი, როგორიცაა, ბურჯანაძე ვერსუს სააკაშვილი ? ოპოზიცია პროვოკატორია ? ნაციონალური მოძრაობა დამნაშავეა ? გასაკვირია (პათეტიკურიც) თუმცა ყველა ზემოთ ხსენებულ კითხვაზე პასუხი არის კი ! მსხვერპლი კი როგორც ყოველთვის ხალხია, რომელიც მუდამ თავისუფლებას ითხოვს რომელსაც ვერ იღებს. 26 მაისს წინ უძღვის სააკაშვილის ხელისუფლების სრული დომინაცია ყველა პოლიტიკურ სპექტრში. ამის გამო ოპოზიციურმა პარტიებმა ბლოკების შექმნა დაიწყეს, ზოგმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ერთგვარ პროტესტს უცხადებდნენ სააკაშვილს, (საკმაოდ უცნაური ჟესტია) მთლიანი ოპოზიციის მოთხოვნა ერთი იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პოლიტიკური თოვლის გუნდაც ასე აგორდა და შედეგად 22 მაისიდან ხალხი გარეთ გამოვიდა. აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო. ბურჯანაძე, რომელიც მანამდე სააკაშვილთან ერთად იყო და თითქოს წვლილიც უნდა მიუძღვოდეს იმ რეჟიმის შექმნაში, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დანერგა, წინ გაუძღვა სისტემის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს. საინტერესოა, იცოდა თუ არა მოსალოდნელი დარბევის შესახებ? რა თქმა უნდა კი, თუმცა ამის თავის სასარგებლოდ გამოყენება სურდა, რადგან იცოდა, რომ დარბეული მიტინგის შემდეგ 2-ჯერ მეტი ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და მისი მიზნებიც ლეგიტიმაციას შეიძენდნენ, თუმცა ხელისუფლება, რომელმაც 7 ნოემბერი მოაწყო, რამეს მოერიდებოდა ? არა, შედეგად 1000 კაციანი აქცია 4000-მა სპეცრაზმერმელმა დაშალა. შეგახსენებთ, რომ ეს მოხდა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ბევრი რამის თქმა შეიძლება იმ დროინდელ ოპოზიციაზე, რომელსაც ხელისუფლება მარტივად ერეოდა, მთავრობაზე, რომელსაც ერთი მეთოდი ჰქონდა, თუმცა ყოველი ზემოთხსენებული ვერასდროს გახდება ხალხზე მნიშვნელოვანი. უპირატესი საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისუფლება, ოღონდ ამ სიტყვის არა დამახინჯებული, არამედ სწორი გაგებით. თავისუფლება სამუშაო სექტორში, კულტურაში, გამართული განათლების მიღებაში. 90-იანებიდან მოყოლებული ხალხი დღემდე მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს, არა ელიტების მმართველობას და მეტი ყურადღება ხალხს ! არა წინასაარჩევნო, არა ოპოზიციურ სპეკულაციებს. საჭიროა მხოლოდ ხალხის რეალური მიზნებისა და ამოცანებისთვის გამართული პროტესტი. #ხელისუფლება #ოპოზიცია #აქციები #დარბევა #ხალხი #არამონობას #თავისუფლება #26მაისი #TbilisiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 5 months ago
ვინ არის გიორგი რურუა? კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ მტკივნეული 90იანი წლები და ე.წ. “მხედრიონის” დაჯგუფება უნდა გავიხსენოთ. სწორედ გიორგი და ნიკა რურუები განაგებდნენ იგივე ძალადობრივი ჯგუფის ყველაზე სასტიკ ნაწილს “ბოროტების საძმოს”. პრეზიდენტის აფეთქების მცდელობა, ხალხის ტერორი, სამეგრელოს ძარცვა, ძმები თორაძეების საქმე, ეს დანაშაულთა ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პირდაპირ გიორგი რურუას პიროვნებამდე მივყავართ. ის, ასევე ცნობილია, როგორც ყველაზე სასტიკ ზონდერ დაჯგუფებათა უფროსი, რომელთა უკანაც უამრავი საიდუმლოებით მოცული საქმე დგას. 2003-2012 წლებში ძმები რურუები აკონტროლობენ თითქმის ყველა შესაძლო მსხვილ ბიზნესს, რაც თავის მხრივ მაშინდელ მთავრობასთან განსაკუთრებული სიახლოვით არის გამოწვეული. სწორედ მათი ზონდერ ჯგუფების მეთაურობით ხდება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა. “ძმები თორაძეები”-ში, წიგნში, რომელიც სპეციალურად თორაძეების ამბის ტრაგიკული ამბის გასაჯაროვებლად დაიწერა, გიორგი რურუა რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული. კერძოდ, წიგნის მიხედვით მის კისერზეა საკუთარ სახლში ჩაცხრილული იმედო და კახა თორაძეების სიკვდილი. მოკლული თორაძეების და თამარ თორაძე, რომელიც ამავდროულად იგივე წიგნის ავტორიცაა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “გიორგი "ჟორიკა" რურუა - უშუალო შემსრულებელი. წიგნშიც დავწერე, რომ მისი სახე არასდროს დამავიწყდებოდა. სწორედ ჟორიკა რურუამ დააცალა უიარაღო კახას ავტომატიდან მთელი "აბოიმა" და შემდეგ, პისტოლეტით 8 (!!!) საკონტროლო გასროლა მოახდინა მის უკვე უსულო სხეულზე. იცნობდეთ მკვლელებს!!!”. ის ასევე ამბობს, რომ გიორგი რურუა ხშირად “აფუჭებდა რაღაცეებს”, რისი მოგვარებაც მასთან შედარებით ძალზედ მოხერხებულ ძმას, ნიკა რურუას უწევდა. ამ ყველაფრის უკან კი დგას კაცი, რომელსაც უცნაური ძალადობრივ ხასიათთან ერთად საზოგადოებას იშვიათი აკვიატებებითაც დაამახსოვრა თავი. მაგალითად, მოულოდნელად დაჯგუფების წევრებთან ერთად მაღაზიაში შევარდნა და მაღაზიაში მყოფი ხალხისთვის თავის გადახოტვრა, ტერორი(ხასიათის მიხედვით). წლების გასვლასთან ერთად რაღაც მართლაც შეიცვალა, მათ შორის გიორგი რურუაშიც. იმ ადამიანებთაგან, რომლებმაც საკუთარი ქონება შავი სათვალეებითა და ხალხის ტერორით დააგროვეს, რამოდენიმემ ცხოვრების ახლებურ რიტმს(90იანების შემდგომს) მხარი აუბა. კერძოდ, მიიღო მცირეოდენი, მაგრამ საჭირო განათლება, ჩაანაცვლა შავი გამჭირვალე სათვალით. დღეს იგივე ადამიანები საზოგადოებას ეკრანიდან მორალს უკითხავენ. რაც შეეხება გიორგი რურუას, ის სასამართლოსთან წარჩინებას ელის, იმის დასამტკიცებლად, რომ რუსთაველის მოედანზე აღმოჩენილი იარაღი მისი არ იყო, არამედ ჩაუდეს… რომ ის დამნაშავე არ არის! ბოლოს კი ძველი ბერძენი ტრაგიკოსის, სოფოკლეს სიტყვებით დავასრულებთ: “თავისმხრივ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, მაგრამ კარგი ადამიანი თავს იჩენს და არსებულ კურსს ცვლის. ცხოვრების ყველაზე დიდი დანაშაული კი სიამაყეა, რომელიც დამნაშავეს ყველაფრის ჩადენის შესაძლობელობას აძლევს, არსებული კურსის შეცვლის გარდა”. #გიორგი #რურუა #ნიკა #რურუა #მხედრიონი #ბოროტთასაძმო #თბილისი #90იანები #tbilisidaily #opinion
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ქალის სექსუალობის ასპექტები - რევოლუცია თუ “ბუნებრივი” მდგომარეობა?
„დედის უფლებების დამხობა მდედრობითი სქესის მსოფლიოისტორიული დამარცხება იყო.“ - ფრიდრიხ ენგელსი „ქალი არის შექმნილი იმისათვის, რომ მამაკაცს მოსწონდეს.“- ჟან ჟაკ რუსო იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა განაპირობებდა ქალთა დისკრიმინაციას მინდა გაგაცნოთ ორი ფილოსოფოსის აზრი ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. (გაითვალისწინეთ ფილოსოფოსთა მოღვაწეობის პერიოდი) ფრიდრიხ ენგელსი ქალთა დისკრიმინაციას ეკონომიკასთან აკავშირებს, ხოლო ჟან ჟაკ რუსო ცდილობს თავის კითხვებზე პასუხი ბუნებით მდგომარეობაში იპოვოს. ფრიდრიხ ენგელსი, თავის ნაშრომში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ საუბრობს იმ გამომწვევ მიზეზებზე , რის გამოც ქალებმა დაკარგეს ძალაუფლება და რანგით მამაკაცზე დაბლა აღმოჩნდნენ. ენგელსი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად სამყაროში მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრების გამო ბავშვის ერთადერთი მშობელი დედა იყო, რადგან მხოლოდ დედამ იცოდა, რომ შვილი ნამდვილად მისი იყო. შესაბამისად ოჯახში და თემში ქალმა აიღო დამოუკიდებლობა. გვარში მემკვიდრეობაც მხოლოდ დედის ხაზით გადადიოდა და თემის უფროსიც დედის ხაზიდან ირჩეოდა. მაშასადამე მამაკაცთა აზრით, ეს სისტემა უნდა დამხობილიყო და დაემხო კიდეც. “ დედის უფლებების დამხობა მდედრობითი სქესის მსოფლიო - ისტორიული დამარცხება იყო.“ - ენგელსი ფრიდრიხ ენგელსი აკრიტიკებს ბურჟუაზიულ ოჯახს, რადგან ოჯახის ეს მოდელი ქალის ჩაგვრისა და ე.წ „პროსტიტუციის“ მთავარ მიზეზად მიაჩნია. ბურჟუაზიულ ოჯახში წარმოება, ბიუჯეტი, ფულის გამომუშავება მთლიანად მამაკაცზეა დამოკიდებული. ენგელსის აზრით, ბურჟუაზიამ გარყვნა საზოგადოება, რადგან ამ პირობებში ქორწინება გახდა „პროსტიტუცია“ ეკონომიკურად უფრო შემდგარ მამაკაცზე. ეს არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია. ამით გაჩნდა არამხოლოდ კლასობრივი, არამედ სქესობრივი ჩაგვრაც. ქორწინებაში მყოფი წყვილი იურიდიულად აფორმებს მოწმობას, იმის შესახებ, რომ თანასწორნი არიან თანაცხოვრების დროს, მაგრამ ეს იურიდიული დოკუმენტიც, მისი აზრით, ფარსი ხდება, რადგან ასე რომ იყოს, ქალს ყველაფერი ექნებოდა რასაც მოისურვებდა. ამის გადაჭრის გზას იგი ხედავს იმ ეპოქის რევოლუციაში, როდესაც მოისპობოდა ის მდგომარეობა, როდესაც ფინანსური მხარე მხოლოდ მამაკაცს ეჭირა ხელში, მისი აზრით, მათ ჩამოაყალიბეს ცრუ მონოგამია, რასაც თვითონ არ იცავენ, მათთვის ბუნებრივია ცოლ-ქმრული ღალატი, ხოლო ქალისათვის ეს ამორალური ქმედებაა. ეს ვითარება დაემხობა მაშინ, როდესაც ბურჟუაზია დაემხობა. წარმოების საშუალებების განვითარებასთან ერთად გაქრება მონოგამიის ბურჟუაზიული გაგება, აგრეთვე გაქრება, დაქირავებული შრომაც, პროლეტარიატიც, მაშასადამე იმის აუცილებლობაც, რომ ქალების გარკვეული რიცხვი, ფულის გამო გაჰყვება მამაკაცებს ცოლად. მონოგამია მოსპობის ნაცვლად, მამაკაცებს რეალობად მოევლინებათ. მამაკაცების მდგომარეობა ძალიან შეიცვლება. ამასთან ერთად, მისი აზრით, ყველა ქალის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, როცა წარმოების საშუალებანი საზოგადოებრივ საკუთრებაში გადავა, კერძო ოჯახური მეურნეობა საზოგადოებრივ მრეწველობად გადაიქცევა, ბავშვების მოვლა-პატრონობა და აღზრდაც საზოგადოებრივი საქმე გახდება; საზოგადოება ერთნაირად იზრუნებს ყველა ბავშვისთვის. ქალი დანებდება მისთვის სასურველ მამაკაცს. მისთვის ცხოვრება არა ფულის მონობა, არამედ თავისი სურვილით ცხოვრება გახდება. განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებს ჟან ჟაკ რუსო. იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივ მდგობარეობას. თავის წიგნში „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ თავი 5 იგი აღწერს მამაკაცსა და ქალს შორის განსხვავებას. რუსოს აზრით, იმაში, რაც ადამიანებს აქვთ საერთო, ისინი თანასწორნი არიან , ხოლო იმაში რაც განსხვავებული "ვერც შევადარებთ". ქალსა და მამაკაცს ბუნებრივი მდგომარეობა, რუსოს მიხედვით სხვადასხვა აქვთ. მამაკაცი გაჩენილია იმისათვის რომ იყოს ძლიერი, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებს, მოიპოვოს ნადავლი, იშრომოს, შექმნას ახალი ნაშრომები, იაზროვნოს. ხოლო ქალს ბუნებამ ეს თვისებები არ არგო, სამაგიეროდ მიანიჭა ბავშვის მუცლად ტარების და გაჩენის თვისება. ქალი შთამომავლობის გამგრძელებელია, ოჯახში სიმყუდროვის შემქმნელი, რუსოს მიხედვით, იგი არის კავშირი მამაკაცსა და შვილს შორის. მან უნდა იზრუნოს ოჯახში ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე. ქალს არ აქვს ის თვისებები, რითაც შეძლებს მამაკაცს გაუტოლდეს, თუნდაც გონებრივი და ფიზიკური, სწორედ ამიტომ ის თავის მდგომარეობაში უნდა იყოს ძლიერი , ხოლო მამაკაცი თავისაში. ძლიერი ქალი მისთვის არის ძლიერი მეოჯახე, თავისი ბუნებრივი მდგომარეობის ძლიერად დამცველი. რუსოს აზრით, ქალი გაჩენილია იმისათვის, რომ მამაკაცს მოსწონდეს. ამიტომ ის უნდა ეცადოს იყოს სასიამოვნო მამაკაცსითვის. ხოლო მამაკაცისთვის სასიამოვნო ქალი არის მოვლილი, ლამაზი, ნაზი, ადამიანი , რომელიც გამოირჩევა მეოჯახეობით, მორჩილებით. ქალი ფასობს იმდენად, რამდენადაც მას მამაკაცი აფასებს, მამაკაცის საზომი ქალში კი მისი სილამაზე და მეოჯახობაა. სწორედ ამიტომ ქალები ცდილობენ მაქსიმალურად მოსაწონნი გახდნენ მამაკაცებისათვის, მათ კრიტერიუმებს მოერგონ, მისი აზრით, ქალისა და მამაკაცის აღზრდაც სხვანაირად ხდება. ქალის განათლებაზე ყურადღება იმდენად არ არის გამახვილებული, რამდენადაც მის მოვლის საშუალებებზე. აუცილებელი არარის ქალმა პირველივე მამაკაცზე შეაჩეროს არჩევანი და მას "დანებდეს" ცხოვრების ბოლომდე, რუსოს აზრით, მას რასაკვირველია აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი მამაკაცის უნდა იყოს. „ქალი მამაკაცზე დამოკიდებულია თავისი მოთხოვნილებებით და სურვილებით კაცი კი მხოლოდ სურვილებით.“ -რუსო.
Droidline
Kutaisi, Georgia · 2 days ago
როცა კამერის სენსორის ზომა მნიშვნელოვანია
სმარტფონის კამერის ხარისხი, ყველანაირად და უმეტესწილად დამოკიდებულია მისი სენსორის ზომაზე.ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კარგი ფოტოს გადასაღებად საჭიროა კარგი კამერის სენსორი. როდესაც Megapixel-ების რაოდენობის ზრდა უკვე ტრენდად იქცა, ბევრს დაავიწყდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თავად სენსორის ზომა. Huawei, მაგალითისათვის ყოველთვის ცდილობს იმას რომ სულ უფრო და უფრო დიდი ზომის სენსორი შემოგვთავაზოს მის Flagship სმარტფონებში, რათა შემდგომ მისი წვლილი შეიტანოს Computational ფოტოგრაფიაში. თავად Sony და Samsung-იც ამ მხრივ გამოჩენილი ბრენდებია(მათი სენსორის ზომიდან გამომდინარე ვამბობ). მაგრამ რატომ არის კამერის სენსორის ზომა, ასეთი მნიშვნელოვანი იმისათვის რომ გადავიღოთ საუკეთესო ფოტოები? რაც შეიძლება მეტი სინათლის გადაღება აუცილებელია საბაზისო დონეზე, სენსორის ზომა განსაზღვრავს იმას თუ რამდენად მეტი სინათლის აღქმა შეუძლია კამერას იმისათვის რომ შექმნას სურათი. როდესაც ამ მხრივ რეზოლუცია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, ფოტოს ხარისხი უფრო მის სინათლეზე ტყდება, რადგანაც სინათლე განსაზღვრავს იმას თუ რამდენად კარგი იქნება, კამერის ბალანსი, დინამიური დიაპაზონი და "Sharpness"-იც კი. ამის მიზეზია ის რომ 16MP და 20MP-იანი DSLR კამერები, უფრო უკეთესია ვიდრე ახლანდელი 108MP-იანი. "განიერი სენსორები უკეთეს შედეგს იძლევა მაღალი დინამიური დიაპაზონის და სუფთა ფოტოების სახით" უმეტესად სმარტფონის სენსორები, ტიპიურად არის 1/2.55 ინჩის ზომის. ამასთან ზოგიერთი არის 1/1.7 ინჩი და უფრო ქვემოთ. შედარების შემდგომ DSLR-ის კამერის სენსორები უფრო განსხვავებულ შედეგებს დებს და სიმაღლე/სიგანეში 4 ან 5ჯერ დიდი გამოდის. სმარტფონის სენსორები რეალურად ისედაც საკმაოდ პატარებია, მაგრამ ბევრი ბრენდი ცდილობს რომ ეს ტრადიცული სენსორის ზომა "გაარღვიოს" და უფრო გაზარდოს. Huawei P40-ის სერიის სმარტფონების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ამჯერად Huawei-ს აქვს სმარტფონების ინდუსტრიაში ყველაზე განიერი სენსორი, 1/1.28 ინჩის. რაც უფრო დიდია სენსორი, უფრო მეტ სინათლეს გადაიღებს Shutter Speed-ისათვის, ISO-ს მხრივაც და დიაფრაგმისთვისაც.(ამაში კი იმას ვგულისხმობ რომ როგორც არ უნდა დააყენოთ პარამეტრები "Pro/Manual" რეჟიმიდან, მაინც აქაც გამომდგარი იქნება ის დიდი ზომის სენსორი, რადგანაც უფრო მეტი სინათლის აღქმას შეძლებს). მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის სენსორის ნაკლოვანებები შეგიძლიათ შეცვალოთ Shutter Speed-ის გამოყენებით, ეს პირიქით სურათებს უფრო მგრძნობიარეს გახდის, ხელის და სცენის მოძრაობის მხრივ. Blur-ი კი თავის მხრივ ამცირებს ფოტოს "Sharpness"-ს და სენსორის რეზოლუცას უკვე მნიშვნელობაც ეკარგება. ამდაგვარი არის, განიერი დიაფრაგმის მქონე ლინზებიც, რომლებიც უფრო რთულია წარმოსადგენად, რადგანაც ყოველთვის მოსდევს არტეფაქტების დამახინჯება. როგორც ამ ყველაფრიდან მიხვდით, რაც უფრო დიდია სენსორი, უფრო მეტ სინათლეს მიიღებს და გამომდგარი იქნება Low-Light ფოტოგრაფიაშიც. კამერის Photosite-ებიც გარკვეულწილად პასუხისმგებელია სცენის ელექტრონულ სიგნალად გარდაქმნაში. ეს შეიძლება სხვადასხვა გზით იქნეს დალაგებული, ნუ სენსორს გააჩნია ამ შემთხვევაში, მაგრამ ხშირია ის რომ სმარტფონებში, კერძოდ კი სენსორებში 1 პიქსელია 1 Photosite-ზე. რაც უფრო მეტ სინათლეს მიიღებს Photosite, უფრო უკეთესი დინამიური დიაპაზონი იქნება. ეს ყოველივე მარტივია, რაც უფრო მეტია სინათლე მით უფრო მცირეა ხმაური. Photosite-ები არის განსხვავებული, რადგანაც არის სხვადსხვა ზომის, რეზოლუციის და ა.შ. სენსორის ზომის შენარჩუნება ნიშნავს იმას რომ Photosite-ის ზომა, უფრო შემცირდება თუ რეზოლუცია მოიმატებს. სხაგვარად და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო განიერია Photosite, მით უფრო განიერი ხდება სენსორის ზომაც. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც რომ Photosite შეკრული არის მცირე სენსორებში, ანუ უფრო მჭიდროდაა, რაც შემდგომში აისახება შედარებით სუფთა Low-light ფოტოებში და აქვს სოლიდური ფერები, მაგალითად როგორიც არის ლურჯი ცა. რაც უფრო მცირეა სენსორის ზომა, უფრო მცირეა Photosite და შემდგომში კი უფრო მაღალია ხმაური, მაღალი ხმაურის დონე კი იწვევს დინამიური დიაპაზონის შემცირებას. რატომ არის მნიშვნელოვანი კამერის სენსორის ზომა? რაც უფრო და უფრო იზრდება, კამერის რეზოლუცია(ახლა კი უკვე 100MP-ზე მაღლა არის), უფრო დიდი კამერის სენსორები არის საჭირო, აქედან გამომდინარე უკვე რეალურად აუცილებელი ხდება ამ სექტორის განვითარება. პიქსელების ზომის შენარჩუნება კი აუცილებელია, რათა შემდგომში იქნეს რეზოლუციის გაზრდის შესაძლებლობა 48, 64 და 108MP-იან კამერებში. უკვე კი სმარტფონებს შეუძლიათ იმაზე კარგი დეტალების აღბეჭდვა ვიდრე მათ ეს ადრე შეეძლოთ(ცხადია კარგი განათების პირობებში). კიდევ ერთი ტრენდი, რაც გავრცელებულია სმარტფონების ფოტოგრაფიაში, ეს არის Pixel Binning ტექნოლოგია, რომლის აზრიც საკმაოდ მარტივია. ეს ტექნოლოგია აძლევს საშუალებას კამერებს რომ მაღალი MP-ების პირობებში, ერთად შეკრიბოს ეს პიქსელები რათა უკეთესი და ნათელი ფოტო იქნეს მიღებული, მაგალითისათვის 48MP-იანი ფოტო შეიძლება კონვერტირებული იქნეს ამ Pixel Binning ტექნოლოგიით 12MP-იან ფოტოში, ცხადია როდესაც უფრო მეტი პიქსელი არის დაჯგუფებული, უფრო უკეთესია შემდგომში სიმჭიდროვეც, რაც იძლევა მაღალი დეტალიზაციის და ხარისხის მქონე ფოტოს. დიდ სენსორებს ასევე აქვთ დიდი გავლენა შეხედულებასა და ხარისხზე. ეს კი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეზოლუცია. როგორც მანამდე ვახსენეთ, რაც უფრო სწრაფია Shutter Speed და რაც უფრო დაბალია ISO, ეს საშუალებას იძლევა იმისას რომ ფოტო გამოიყურებოდეს მკვეთრად და "Crisp"-ად . ასევე არცაა საჭირო განიერი დიაფრაგმა რომ რაც შეიძლება მეტი შუქი მიიღოთ. განიერი სენსორები არის მთავარი მამოძრავებელი ძალა "Low-Light" ფოტოების.დიდი სენსორები გვეხმარებიან იმაში, რომ გადავიღოთ ლამაზი შეხედულების Bokeh-ს მქონე ფოტოები რათა ქონდეს კარგი Blur ეფექტი ერთიანობაში. განიერ სენსორებს ასევე შეუძლიათ ის, რომ ჰქონდეთ მაღალი დიაფრაგმა და განიერი კუთხის ლინზა რომ იგივე ეფექტი მიიღონ როგორსაც პატარა სენსორები იღებენ ან შეიძლება ასევე გამოყენებული იქნეს იგივე ზომის დიაფრაგმა და ვიწრო ლინზა უფრო ძლიერი Bokeh-ს ეფექტისათვის. 2013 წელს კი Nokia Lumia 1020-ს ჰქონდა 1/1.5 ინჩის მქონე სენსორი, რომელიც იმ პერიოდის ტიტანი იყო მობილურ ფოტოგრაფიაში. განიერი და უფრო დიდი სენსორები, ახალი იდეა ნამდვილად არ არის მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, კომპანიები ახლა უფრო მოეკიდნენ სერიოზულად ამ ყველაფერს და ესთეტიკაზე დაიწყეს ზრუნვა , რადგანაც Nokia Lumia 1020-ის დიზაინი, გახსოვთ ალბათ თუ როგორი იყო და ასეთ კამერის დიზაინს ახლანდელი საზოგადოება ნამდვილად ვერ აიტანს. დიზაინი დასახვეწია და რაღაც ახალი არის მოსაფიქრებელი. ამასთან, მიუხედავად იმისა რომ Pixel 4-ს და iPhone 11-ს არც ისე განიერი სენსორი აქვთ, მაინც სმარტფონების ფოტოგრაფიაში, მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ეს კი იმას ამტკიცებს რომ რეალურად არ არის აუცილებელი მაინც და მაინც დიდი ზომის სენსორი იქნეს მოთავსებული(აქ საქმე უფრო MP-ების ზედმეტობაშია). განიერი სენსორები ყველაფერი არ არის, რადგანაც მნიშვნელოვანია სხვა ძალიან ძალიან ბევრი დეტალი. იქნება ეს Software, Image Processing ძალა, კარგი ლინზა თუ სხვა. სმარტფონის კამერის ხარისხის მამოძრავებელი ძალა, ასევე გახლავთ Computational ფოტოგრაფია და Machine Learning. ისევე როგორც ეს Google Pixel 4-იდან ჩანს. Software-ს დიდი ძალა აქვს ნამდვილად. ამრიგად, სენსორის ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა უმთავრესი. ძალიან მალე, 108MP-იანი კამერების განახლებულ ვერსიებს ვიხილავთ და შეიძლება მალე ისეც მოხდეს რომ მივაღწიოთ, ფოტოს მაქსიმუმს და ვეღარც აღვიქვათ ის თუ რამდენად გასაოცარი იქნება ფოტოს ხარისხი და როგორც ყოველთვის მადლობა ყურადღებისათვის Peace ✌#feedcgrantFeedc