ფაბიო კაპელო არგენტინელ ვარსკვლავს იტალიაში დარჩენისკენ მოუწოდებს

0
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე თავისი აზრი დააფიქსირა. კაპელოს აზრით ლაუტარო ინტერში კიდევე ერთი წლით უნდა დარჩეს, რადგან მას გაუჭირდება ბარსელონას ძირითადში სისტემატიურად მოხვედრა. ყველასათვის ცნობილია, რომ არგენტინელი ფორვარდი კატალონიური გრანდის მთავარი სამიზნეა და მას ლუის სუარესის ჩემცვლელად განიხილავენ. გასათვალისწინებელია, რომ სუარესს ბოლო პერიოდში ხშირი ტრამვიანობა აწუხებს. მართალია მის პოზიციაზე მოიყვანეს ანტუან გრიზმანი და მარტინ ბრაიტვაიტიც, რომელიც გამოუვალი მდგომარეობის გამო მოხვდა ბარსელონაში, თუმცა მათ მესის ისეთი პარტნიორობა ვერ გაუწიეს, როგორსაც სუარესი უწევდა წლების მანძილზე. ინტერის ახალგაზრდა ფორვარდზე კი არის იმედი, რომ ის უფრო კარგად შეეწყობა თანამემამულეს ვიდრე ვინმე სხვა. გარდა ამისა, მათ ნაკრებშიც ერთად უწევთ ასპარეზობა. ლაუტარო მარტინესს კონტრაქტით კიდევ 3 წელი აკავშირებს ინტერთან და გამოსასყიდი თანხა 102 მილიონი ფუნტია.
#headlinesport
#sport
#football
#capello
#lautaro
#messi
#barcelona
#inter
#suarez
0