Emerging Europe: საქართველოს პირველი მწვანე ზონა ბათუმში იქნება

0
საქართველოს მთავრობას ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს, რომელი ქალაქი ან დასახლება იქნება "მწვანე ზონა". თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ბათუმი ერთ-ერთი მწვანე ზონა იქნება. გაკეთებული განცხადებებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ორ საინკუბაციო პერიოდში (სულ 28 დღეში) კორონავირუსის გავრცელება რეგიონში არ დაფიქსირდა, ეს რეგიონი მწვანე ზონად შეიძლება გამოცხადდეს და ტურისტები უსაფრთხოდ მიიღოს. აჭარა რამდენიმე დღეში ზუსტად ასეთი რეგიონი იქნება, რადგან რეგიონში მხოლოდ 2 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსს, სხვები კი გამოჯანმრთელდნენ. სავარაუდოდ, ასეთ ვარაუდებზე აცხადებს Emerging Europe-ს სტატიის ავტორი, რომ ბათუმი საქართველოს პირველ მწვანე ზონად გამოცხადდება. სტატია აღნიშნავს, რომ ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის დონე ყველაზე დაბალია, კორონავირუსის საერთო შემთხვევები კი 800-ზე ნაკლები. ავტორი მოუწდებს მკითხვლეს, ბათუმს ესტუმრონ და თუკი მხოლოდ ერთი რამის ნახვა შეეძლებათ, აუცილებლად იხილონ ბოტანიკური ბაღი. უკვე რამდენიმე დღეა, ბოტანიკური ბაღი გახსნილია და მისი მონახულება ყველა მსურველს შეუძლია. ბაღი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ბოტანიკური ღირსშესანიშნაობაა, რადგან აქ სხვადასხვა ჰავისთვის დამახასიათებელი მცენარეები ხარობს. ინგლისურენოვანი სტაიტების არსებობამ და მთავრობის პოლიტიკამ, საქართველო უსაფრთხო ტურიზმის ლოკაციად გამოაცხადოს, შესაძლოა, გაზარდოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა. თუმცა, ეკონომიკის დანაკარგი კორონავირუსისგან მაინც საგრძნობელი იქნება, თუკი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვებმა ეკონომიკურ საქმიანოაბზე იმოქმედა. ოფიციალური ინფორმაციით, 1 ივლისს ქვეყნის საზღვრები უნდა გაიხსნას. #ტურიზმი #ბათუმი #აჭარა #batumidaily
0