დრეს კოდი

ByMonikaCyprus
0
მოდით ვაღიაროთ, რომ, ზოგადად, წესები და მათი ცოდნა ამარტივებს ჩვენ ცხოვრებას. ამარტივებს იმ მხრივ რომ ზედმეტი შფოთვისგან გვიცავს, არ გვაქვს შიში ვიყოთ უადგილოდ ჩაცმულები. და ასევე, ამარტივებს იმ გაგებით, რომ თუ მათი დარღვევა გვინდა, ვიცით როგორ და სად დავარღვიოთ მართებულად:) საქმიანი ჩაცმის კოდექსიც, პირველ რიგში, სამუშაო გარემოს და მასში ჩართული პირების სწორ აღქმაზე, მათ მენტალურ კომფორტზეა მიმართული. საქმიანი სტილი შეგვიძლია დავყოთ 1. შემცვლელ-კონსერვატიულ და 2. აქტუალიზირებულ-ტრენდულზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მიგვანიშნებს სამუშაოსთვის მზადყოფნაზე და საქმიან მოწესრიგებულებაზე. აქედან გამომდინარე, საქმიანი სტილის გრადაცია, თავისი სერიოზულობის და სიმკაცრის მიხედვით სხვადასხვაა. დრეს-კოდები, და მათი წესები, ამ გრადაციაში ორიენტაციას ამარტივებს.
ფორმალურ, მკაცრ დრეს-კოდებში გაერთიანებულია: Formal- ფორმალური, Business Best - მკაცრი საქმიანი და Business Traditional - ყოველდღიური საქმიანი.

BB:

BT:

ნაკლებად მკაცრად ითვლება: Business Contemporary - კრეატიული საქმიანი და Business Casual - არა მკაცრი საქმიანი, და არა

BC:

ფორმალური: Smart casual და Casual. დიახ, ეს უკანასკნელი ორიც მოიაზრება როგორც გარკვეული სახის საქმიანი დრეს-კოდი.

SC:

თითოეულ დრეს-კოდზე და მათ წესებზე, მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მანამდე კი პატარა რჩევები, სად შეგვიძლია ვიპოვოთ ინსპირაცია უზადო გემოვნების განსავითარებლად. 1. Suits სერიალი, მკაცრი, BB და BT დრეს კოდის ტკბობისთვის გამოდგება. თუმცა, პერსონაჟებს ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში აცვიათ გემოვნებით და დახვეწილად. სიუჟეტიც ძალიან საინტერესო და ჩამთრევია. ამიტომ ჯერ კიდევ თუ არ ვინახავ, დროა ჩაუჯდეთ. 2. Royal family- ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარეგნობაზე სტილისტების არმია მუშაობს. მათი სტილი უფრო ცხოვრებისეულია, და ფეშენისტობაზე არ აქვს პრეტენზია. ასე რომ თვალი ვადევნოთ პრინცების საზოგადოებრივ გამოჩენებს;) 3. Ryan Reynolds - ბლეიქ ლაივლის ქმრობას აქვს თავისი პლიუსები:) ცოლი აქტიურად მუშაობს ქმრის საკმაოდ დახვეწილ სტილზე. 4. Ryan Gosling - ასევე კარგი კემკვნების პატრონი, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ეკრანზე. 5. David Beckham - მთელი ოჯახი საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილია. დევიდი კი მშვენიერი მაგალითია თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს დახვეწილი მამაკაცი. პ.ს. და არ დაგავიწყდეთ!!! ბევრი ფული საერთოდ არ არის არც კარგი გემოვნების, და არც კარგი სტილის საწინდარი!
##სტილი
##მოდა
##მამაკაცისსტილი
##დრესკოდი
##dresscode
##fashion
##style
Tbilisi
ByMonikaCyprus
0