როგორ მივხვდეთ რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს

0
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან. ჩამოთვლილი პრობლემები სიმპტომთა სრული ჩამონათვალი როდია. • უძილობის მიზეზი ხშირად B ჯგუფის ვიტამინების, ბიოტინის, კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობაა; • გამონაყარი და წითელი ფერის ლაქები სახეზე A ვიტამინისა და ასევე B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიანიშნებს; • B2, B3, B6 და H ვიტამინების ნაკლებობა ხელს უწყობს დერმატიტების განვითარებას; • თუ ჭრილობები ძნელად გიხორცდებათ, შესაძლოა ორგანიზმში K, C და D ვიტამინების ნაკლებობა გქონდეთ; • ქერტლი უხშირესად მას უჩნდება, ვისაც B12, B6, F ვიტამინებისა და სელენის დეფიციტი აქვს; • თმის ცვენა ხშირად დაკავშირებულია C, H, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობასთან; • თუ ტრავმის შედეგად განვითარებული სილურჯეები ხანგრძლივად ნარჩუნდება და არ გადის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი სათანადო რაოდენობით არ იღებს C და P (რუტინს) ვიტამინებს; • ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა განპირობებული იყოს C, K და P ვიტამინების ნაკლებობით.
#news
#opinion
#health
#forhealth
#healthylife
#vit
Tbilisi
0