5 votes
0 comments
0 shares
Save
7 views
Mariam Abashidze
Tbilisi · 1 year ago

,,რა არის ეს საოცარი ძალა, წიგნებს რომ გამოჰყოფს იმთავითვე? ეს არის ძალა აზრის უკვდავებისა. ლიტერატურა ხომ ფრაგმენტთა ფრაგმენტია…"


Mariam Abashidze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Keso Bigvava
Tbilisi · 3 months ago
ფორთოხლის გოგონა
ყოველთვის მინდოდა, რაღაც დამეწერა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიფიქრე თუ რა იქნებოდა ეს „რაღაც“. თუმცა, გუშინ ერთ-ერთი წიგნის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ეს საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა გადამეცა . მოკლედ, მოდით დღეს ეს “რაღაც“ შევცვალოთ იუსტიან გორდერის წიგნით „ფორთოხლის გოგონა“. იმდენი შთაბეჭდილება დამიტოვა მან, რომ ალბათ შეუძებელია ეს ფურცელზე გადმოვიტანო. ამ წიგნს წერს 15 წლის გეორგი, რომელსაც მამა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. 11 წლის შემდეგ კი ის იღებს წერილს გარდაცვლილი მამისგან. ეს წერილი მამამისმა იან ოლავმა სიკვდილის წინ თავის პატარა ბიჭუნას დაუტოვა, წერილში კი გეორგს უამბობს გასაოცარ ისტორიას ფორთოხლის გოგონას შესახებ. 11 წლის შემდეგ გეორგმა ეს წერილი მიიღო და ამ წიგნს სწორედ მამასთან ერთად წერს. ვიცი, ცოტა გაუგებარია რაც გიამბეთ. არ გეგონოთ, რომ ეს არის ფენტეზი ან არარეალური რამ. პირიქით „ფორთოხლის გოგონა“ არის მსოფლიო კლასიკის ერთ-ერთი უძლიერესი შედევრი, რომელიც მკითხველს უჩენს უდიდეს საფიქრალს. აქ საუბარია რაღაც უხილავ ზღვარზე სიკვდილ-სიცოცხლეს შორის , საუბარია ზღაპრულ, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრებაზე. ძალიან ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინოთ და ისწავლოთ ამ წიგნიდან. ეს უფრო პიროვნებაზეა დამოკიდებული, რადგან ყოველი ადამიანი ხომ ინდივიდია. იცოდით, რომ ორი ერთნაირი ფორთოხალი არ არსებობს? J იცოდით, რომ ცხოვრება ლამაზი ზღაპარია? იცოდით, რომ კოსმოსი, ეს სივრცე, საოცარი რამ არის? ნუთუ ცხოვრებისთვის არასოდეს შეგიხედავთ სხვანაირად? ამ წიგნში 15 წლის გეორგი აცნობიერებს, რომ ადამიანის ცხოვრება ხანმოკლეა. ცოტა ხნით იხილავს სამყაროს, მზეს, სივრცეს და უცებ „ჰოპ“! ის უკვე აღარ არსებობს! ადამიანიერთი კვირით კი არ ტოვებს ცხოვრებას, არამედ სამუდამოდ. წიგნის წაკითხვის შედეგ თქვენ დაფიქრდებით სამყაროზე. მე ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და იმედია შევძელი ეს ემოციები თქვენთვის ოდნავ მაინც გადმომეცა. იყო ერთ-ერთი ფრაზა, რომელმაც განსაკუთრებით აღმაფრთოვანა: „ოცენებას ნაკლებად შესაძლებელზე საგანგებო სახელი ჰქვია: ჩვენ მას იმედს ვუწოდებთ.“ ეს და კიდევ სხვა ფრაზები, კიდევ უფრო გვიმტკიცებენ წიგნის სიძლიერეს და ემოციურობას. იანი შვილს წერილში ბევრ კითხვას უსვამდა, აი რამდენიმე რომლებსაც პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: „- დრო გეორგ, რა არის დრო? ’’ ასევე: „ შემიძლია თუ არა დაბეჯითებით ვთქვა, რომ ამ სიცოცხლეს სხვა სიცოცხლე აღარ მოჰყვება? ვარ თუ არა სავსებით დარწმუნებული იმაში, რომ მაშინ, როდესაც შენ ამ წერილს წაიკითხავ, მე ნამდვილად აღარსად ვიქნები? არა ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ. ალბათობის საზღვრები გადალახულია უკვე თვით სამყაროს არსებობის ფაქტით. ამით მე ვამბობ,უკვე იმდენად გაოგნეული ვარ საკუთრივ სამყაროს არსებობით, რომ ადგილი აღარ მრჩება კიდევ ერთი სამყაროთი გასაოგნებლად“. წერილის ბოლოს კი მამამ შვილს ურთულესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა, რომლეზედაც პასუხის გაცემა ბავშს დაელავა. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მეც, მკითხველმა ავტომატურად დავაკისრე ჩემს თავს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. კითხვა ასეთია: “წარმოიდგინე,რომ სიცოცხლის ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო – დაიბადო თუ არა ამ პლანეტაზე ერთ რომელიღაც მომენტში. არ იცი, როდის გაჩნდები, რამდენხანს იცოცხლებ,მაგრამ,ნებისმიერ შემთხვევაში, სიცოცხლე დიდხანს არ გასტანს, მხოლოდ ის იცი, რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს… ჰოდა , რას აირჩევდი, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ გქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც მოსვლას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს?“ გეორგს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვირები დასჭირდა. მე ჯერ კიდევ ვერ ვუპასუხე, ახლა კი თქვენი ჯერია. გახსოვდეთ ჩვენ ყველანი ერთ დიდ „ზღაპარში“ ვცხოვრობთ, რომელიც არავის არ ესმის. აბა,კარგად მოკალათდით, დალეიეთ ცხელი ჩაი, აიღეთ ეს გენიალური წიგნი და დაიწყეთ კითხვა! მერწმუნეთ წინ დიდი თავგადასავლი გელოდებათ, რომელიც შესაძლოა ცრემლებით დასრულდეს....#ფორთოხლისფერიგოგონა#ლიტერატურა Tbilisi
Mariam Chabrava
Tbilisi · 4 days ago
იყავი მოტივატორი- არ შეწყვიტო წინსვლა!
ერთ საათიანი დაგვიანების შემდეგ მოადგა მატარებელი სადგურს და მეც ჩავჯექი,ვიცი რომ უნდა ვიმეცადინო საგამოცდოდ და მატარებელში გასატარებელი დრო, ამაში დამეხმარება, ვცდილობ ვისწავლო, თითქოს წავიკითხე რაღაც ნაწილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, სიზარმაცე მძლევს, არ ვიცი რა მოვუხერხო თავს? ალბათ მონდომება მაკლია, მინდა თავს შევუძახო, რომ ახლა უნდა წაიკითხო,უნდა ისწავლო-მეთქი,მაგრამ ჩემში არსებული მეორე ხმა, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირია, ჯაბნის ჩემს პირველ ,,მე-ს,, ხოდა მეც მივყვები მეორე მე-ს ძახილს და ვირჩევ მარტივ გზას, თუმცა ამ დროს ძალას ვიკრებ, ვხვდები, რომ ახლა დანებების და ძილის დრო არ არის, ახლა მოძრაობის დროა, სიცოცხლეც ხომ სწორედ მოძრაობაშია, თუ არ იმოძრავებ გაიყინები, უმოძრაობა ადუნებს, აბეჩავებს, კლავს ადამიანს, ხოდა ჩვენც უნდა ვიმოძრაოთ ❗️ - ეს გახლავთ ჩემი ერთ-ერთი ჩანაწერი, დღიურიდან, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ, ფიქრები და აზრები, თუ როგორ მივეცი საკუთარ თავს მოტივაცია, ალბათ, ბევრ თქვენგანს ქონია მომენტი, როდესაც სიზარმაცე გიტევს, ვეღარ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს, რომელიც საბოლოოდ გაზიანებს. მიმიჩნია, რომ მოტივაცია არის ერთ-ერთი უძლიერესი ძალა რომელიც გვიბიძგებს წინსვლისკენ, წარმატებისკენ. მნიშვნელოვანია, უპირველესად საკუთარ თავში , ჩვენს ფიქრებსა და აზრებში ვეძიოთ მოტივაცია, ამისთვის აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების, იფიქრეთ მიზანზე, იმაზე თუ თქვენ მიერ დასახული მიზანი რა სარგებელს მოგიტანთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე და თქვენ ყველაფერს შეძლებთ, იყავით საკუთარი თავის მოტივატორები. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, წინააღმდეგობებს, არც დაცემის შეგეშინდეთ, მისითაც ხომ ბევრ რაიმეს ვსწავლობთ, რასაც, საბოლოოდ გამარჯვებამდე მივყავართ. ვფიქრობ, თუ ადამიანი რაიმეს მთელი გულით მოინდომებს, ის აუცილებლად შეძლებს მას, მთავარია არ გაჩერდეს და არ შეწყვიტოს წინსვლისკენ სწრაფვა.#news #opinion #feedcgrant #ლიტერატურა #მოტივაცია #იყავიმოტივატორი #motivationFeedc Tbilisi
Kutaisi Daily
Zeda Simoneti · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მო
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მო
გიორგი აბალაკი
Tbilisi · 6 days ago
ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინაპირობები (პავლე მოციქული)
ქრისტიანობა პირველი მსოფლიო მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც ახ. წ. I საუკუნეში იუდაიზმის წიაღში აღმოცენდა. არტეფაქტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ქრისტეს მოძღვრება ახ.წ. I საუკუნეშივე ინტენსიურად ვრცელდებოდა რომის იმპერიაში. რა გახდა ქრისტეს მოძღვრების მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინაპირობა? ახალი აღთქმის მიხედვით, ამას საფუძველი იესოს დაბადებისთანავე ეყრება (სამი მოგვის ამბავი). მაგრამ, ახალი აღთქმიდანვეა ცნობილი, ისიც რომ იესო ქრისტე საკუთარ მოძღვრებას იუდეურ თემებში ქადაგებდა. თავდაპირველად, მისი მიმდევრები ებრაელები იყვნენ, თუმცა, მოციქულების მისიონერული საქმიანობის შეგეგად, ქრისტიანობა თანდათან მთელ ცივილიზებულ სამყაროში გავრცელდა. ახ. წ. I საუკუნეში ქრისტანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის საკითხი საკმაოდ მწვავე და საკამათო იყო. იმპერიის მოსახლეობას, განსაკუთრებით რომის აღმოსავლეთ პროვინციის სირიის მოსახლეობას შორის (სწორედ ანტიოქიაში უწოდეს ქრისტეს მიმდევრებს პირველად ქრისტიანები) იმთავითვე გაისმოდა კითხვები იმის შესახებ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ქრისტინობაზე მოქცევა სურდათ ჯერ იუდაიზმი უნდა მიეღოთ და მერე ქრისტეს ჯული, თუ პირდაპირ შეიძლებოდა ახალი მოძღვრების მიმდევრები გამხდარიყვნენ. ებრაელთა უმრავლესობა, თვლიდა, რომ ქრისტეს მოძღვრებას შეიძლებოდა ზიარებოდა მხოლოდ იუდეველი ან იუდაიზმზე მოქცეული ადამიანები. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში ჩანს პავლე მოციქულის განსაკუთრებული როლი. საფიქრებელია, რომ პავლე მოციქულის გარეშე ქრისტიანობა დარჩებოდა იუდაზმის ერთ-ერთ განშტოებად. მან პირველმა გაიაზრა ქრისტეს მოვლინების არსი სხვა ხალხთან მიმართებაში და ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გამოცხადების კონტურები გამოკვეთა. წმინდა პავლეს პიროვნების შესახებ ძირითადი წყარო ახალი აღთქმაა, კერძოდ, მოციქულთა საქმეები და პავლეს წერილები. მოციქულთა საქმეების ავტორი ლუკა მახარობელი ძალზე სკრუპლუოზურად აღწერს იმ ისტორიულ ფონსა და პროცესებს, რომლებიც თან ახლდა ქრისტიანობის გავრცელებას. მოციქულთა საქმეების მიხედვით პავლეს სავლე ერქვა: „ხოლო სავლე, იგივე პავლე...“. ანთროპონიმი სავლე მომდინარეობს ებრაელთა პირველი მეფის საულის სახელიდან. აგრეთვე ეს სახელი გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბენიამინის ტომში. როგორც ცნობილია, პავლეც საულის მსგავსად ბენიამინის ტომიდან იყო (რომაელთა მიმართ, 11:1). მის განსწავლულობაზე მეტყველებს, აგრეთვე, მოციქულთა საქმეებიდან ერთი პასაჟი: „ ციხე-სიმაგრეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ჰკითხა ასისთავს: შეიძლება ერთი რამ გითხრა? ხოლო მან უპასუხა: ბერძნული იცი?“(საქ. 22:37). რომაელ ჯარისკაცს არ ეგონა, რომ ჩვეულებრივ ებრაელს შეეძლო ბერძნული სცოდნოდა. ქრისტეს სხვა მოციქულებისგან განსხვავებით, პავლე რომის მოქალაქე იყო. რომის მოქალაქეობის მოპოვება კი იმ პერიოდში ადვილი არ იყო. დაპატიმრებული პავლე რომაელ ჯარისკაცს მიმართავს: „რა უფლება გაქვთ რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე? ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ასისთავთან და მოახსენა და უთხრა: რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი. მივიდა ასისთავი და უთხრა მას: მითხარი, რომაელი ხარ? მიუგო: დიახ. ასისთავმა უპასუხა: მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი დაბადებით“(საქ. 22:25-28). რომაელმა ჯარისკაცებმა პავლე მაშინვე გაათავისუფლეს, რადგან მათ რომაული სამართლის მიხედვით, არ ჰქონდათ უფლება რომის მოქალაქე სასამართლოს გარეშე დაესაჯათ. ამრიგად, პავლე როგორც რომის მოქალაქე, დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა. მოციქულთა საქმეების მიხედვით, თავდაპირველად სავლე ქრისტიანობის მძაფრ მოწინააღმდეგეთა და მდევნელთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. „სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ“ (საქ. 8:3). დამასკოს გზაზე, როგორც ამას ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, მას ქრისტე გამოეცხადა: „გზად მიმავალს, როცა დამასკოს მიუახლოვდა, უეცრად მოეფინა ნათელი ზეციდან. დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: საულ, საულ რად მდევნი მე?“, ჰკითა: „ ვინ ხარ შენ, უფალო?“ ხოლო უფალმა მიუგო:“ მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი...“ (საქ. 9: 3-5). უფლისგან მოვლენილი განსაცდელის შემდეგ იგი მოინათლა და დაიწყო ქრისტეს მოძღვრების ქადაგება. პავლე ავრცელებდა იესოს, როგორც მესიის რწმენას, რომელიც მოკვდა ადამიანთა ცოდვებისთვის და მკვდრეთით აღდგა. პავლე ამტკიცებდა რომ ეს რწმენა არ იყო მხოლოდ მათთვის ვინც იუდეველად დაბადა. მეტიც ეს რწმენა არც იმ წაარმართებით იყო შეზღუდული, ვინც იუდეველთა რჯულზე იყო გადასული. ქრისტეს მიერ მოტანილი ხსნა, პავლეს მიხედვით, ყველასთვის იყო განკუთვნილი, იქნებოდა ეს იუდეველი თუ ბერძენი. მოციქულთა საქმეები მოგვითხრობს, აგრეთვე, პავლეს მისიონერული მოგზაურობის შესახებ. პირველი მისიონერული მოგზაურობა მოეწყო იერუსალიმის კრებამდე. პავლე და ბარნაბა მცირე აზიის გავლით წავიდნენ კუნძულ კვიპროსზე, სადაც იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას. კვიპროსიდან ისინი გაემართნენ ანტიოქიაში, სადაც იუდეველთა წინააღმდეგობას წააწყდნენ: „ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეადან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო“ (საქ. 15:1). პავლეს და ბარნაბას მათთან დიდი უთანხმოება მოუხდათ, ამიტომ გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა და ამ საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარება. პირველი ქრისტიანების აბსოლუტური უმრავლესობა ებრაელები იყვნენ, რომლებისთვისაც გაუგებარი იყო პავლეს მტკიცება, რომ შეიძლება გამხდარიყავი ღვთის რჩეული მაშინ, როცა არ იყავი ებრაელი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანები რომლებსაც ქრისტინობაზე მოქცევა სურდათ ჯერ იუდეველები უნდა გამხდარიყვნენ. აღსანიშნავია, რომ იუდაიზმზე მოქცევის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა წინადაცვეთის რიტუალის ჩატარება იყო. ეს კი მიუღებელი იყო წარმართებისთვის. პავლე სხვა მოციქულებს ახსენებდა, რომ თუ იგი ბერძნებთან და რომაელებთან წინადაცვეთაზე დაიწყებდა საუბარს ისინი არც კი მოუსმენდნენ და ქადაგებას ვერ მოახერხებდა. სწორედ ამ უთანხმოების დასაძლევად ახ.წ. 51 წელს ქრისტეს მოციქულები შეიკრიბნენ კრებაზე იერუსალმში. პავლე მოციქული კრებაზე იცავდა იმ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა დამოუკიდებელ რელიგიას წარმოადგენდა და ამ მოძღვრების ზიარება იუდეველების გარდა წარმართებსაც შეეძლოთ. ამასთან იგი აცხადებდა რომ ქრისტიანულ რელიგია შეეძლო ზიარებოდა ყველა მოდგმისა და რანგის ადამიანი, „სადაც არ არის არც ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლაელთა მიმართ, 3: 11). პავლეს ეს მოსაზრება ერთგვარად ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის წინპირობად იქცა. პავლეს შეხედულებებს უპირსპირდებოდა იერუსალიმის ეკლესიის მოძღვარი, მაცხოვრის ხორციელი ძმა, იაკობი. უხუცესთა და მღვდელმთავართა უმრავლესობა თვლიდა, რომ მხოლოდ წინადაცვეთილებს შეეძლოთ მიეღოთ ქრისტიანობა, ამიტომ ისინი წარმართებიგან მოსეს წესით წინადაცვეთას და რჯულის დაცვას მოითხოვდნენ. მიუხედავად მძაფრი წინააღმდეგობისა, პავლეს შეხედულებამ გაიმარჯვა და სწორედ ის გახდა მომავალი ქრისტიანობის გზის მაჩვენებელი. პავლე მოციქული დიდ როლს ანიჭებდა წარმართებში ქრისტიანობის ქადაგებას. მის სახელს უკავშირდება პირველი არაებრაელი ქრისტიანების (ლიდია თეატირიდან, რომაელი კორნელიოსი, ფილოლოგოსი) გამოჩენა რომის იმპერიაში. იერუსალიმის კრების შემდეგ პავლემ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ქადაგება წარმართებს შორის. მისი მეორე მისიონერული მოგაზურობა უფრო მასშტაბური იყო და მოიცვა მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა. მან თავის ახალ თანამგზავრებთან, ტიმოთესა და სილასთან ერთად, მოიარა სამხრეთ-დასავლეთ მცირე აზიის, საბერძნეთისა და მაკედონიის ქალაქები ისეთები, როგორიცაა ლისტრა, თესალონიკი, ფილიპე, ბერეა, ათენი და კორინთო. მისიონერული მოგზაურობის დასასრულს პავლე იერუსალიმში ბრუნდება, სადაც მას იუდეველები სოლომონის ტაძარში ბერძნების შეყვანას დააბრალებენ და მის მოკვლას განიზრახავენ (საქ. 21:28-31). თუმცა, პავლეს სიკვდილით დასჯა მათ არ შეეძლოთ, რადგან იგი რომის მოქალაქე იყო. იუდეველებისგან დევნილმა პავლემ კეისრის სამსჯავრო მოითხოვა და ამ მიზნით იგი რომაელმა ჯარისკაცებმა რომში ჩაიყვანეს, სადაც ორი წლის განმავლობაში ქრისტეს რჯულს ქადგებდა. რომში იმპერატორ ნერონის ბრძანებით მას თავი მოკვეთეს. აღსანიშნავია, რომ სიკვდილის დასჯის ეს ფორმა რომში ყველაზე მსუბუქად ითვლებოდა და განკუთვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ რომის მოქალაქეებისთვის. ამრიგად, პავლე მოციქულს უდუდესი როლი მიუძღვის ქრისტიანული რელიგიის ფორმირებაში. მან პირველმა გაიაზრა ქრისტეს მოვლინების არსი კაცობრიობის წინაშე. მისმა დასაბუთებულმა მოსაზრებებმა განამტკიცა და ვიწრო იუდაისტური შხედულებებისაგან განათვავისუფლა ქრისტეს მოძღვრება. წმინდა პავლემ პირველმა გააცნობიერა მაცხოვრის უნივერსალურობა და დაუმტკიცა ებრაელებს, რომ მესია დედამიწას არა მხოლოდ ებრაელების, არამედ მთელი კაცობრიობის ხსნისთვის მოევლინა. გამოყენებული ლიტერატურა: მშვილდაძე მ., „რომი და აღმოსავლური რელიგიები ახ.წ I-III სს.“, ენა და კულტურა 2005 მშვილდაძე მ. „ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო“, თსუ 2017 ახალი ღთქმა და ფსალმუნები, სტოკჰოლმი: ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი 1991 #მეცნიერება #feedcgrant Feedc
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago
პაემანი ტფილისთან ანი ანდრონიკაშვილი ჩვენი დიდი წინაპრები საოცარი ენამახვილობით გამოირჩეოდნენ და დღეს უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით მოვინდომე შემეკრიბა აქა-იქ გაგონილი ... აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს ინსტიტუტის დირექტორობიდან. ბ-ნი ივანე გულის გადასაყოლებლად შალვა ნუცუბიძეს სოფელ გლდანში ეწვია , რომელმაც სტუმარი ასე დაამშვიდა: - ნუ გაგიკვირდებათ , ბატონო ივანე, მსოფლიოში კვანტური ფიზიკა ვითარდება , საქართველოში კი ფიზიკური კვანტიო ! ))) თსუ-ს რექტორი, ნიკო კეცხოველი, როდესაც სტუდენტები ილიას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად საგურამოში მიჰყავდა, წიწამურის ობელისკთან აუცილებლად ჩერდებოდა და სტუდენტებს ეუბნებოდა: „ეს ის ადგილია, სადაც ვერ მოკლეს ილია!“ !!! თურმე მწერალთა კავშირში ბუღალტრად ვინმე აკაკი მუშაობდა, მოანგარიშედ კი ილია. ჰოოდა, გაულექსიათ: „დარბაზი გატრუნვილია, ისმის ჩოთქების რაკრაკი, სხედან აკაკი, ილია, - ვით ილია და აკაკი!“ „დიდი მოურავის“ ავტორი, სიმონ ქვარიანი საზღვარგარეთ იყო. როცა ჩამოვიდა, მწერალთა წრეში განაცხადა, ჩვენი ენიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ასოები, რომლებიც უცხოურში არ იხმარება, მაგალითად, ძ,ჭ,ჯ და სხვებიო. აკაკი წამოდგა და თავისი აზრის გამოთქმა ასე დაიწყო: „ვირფასო სიმონ!..“ ))))) 90 წელს გადაცილებულ აკაკი შანიძესთან ალექსანდრე ბარამიძე მივიდა, დაბადების დღე მიულოცა და 100 წლის სიცოცხლე უსურვა. აკაკი შანიძე მოიღუშა და როცა სტუმარი კარებთან მიაცილა, უთხრა: „ალექსანდრე! ას წელიწადს ჩემითაც ვიცოცხლებ, შენ ცოტა მეტი გეთქვაო!“ - მართლაც, აკაკი შანიძემ 100 წელიწადს იცოცხლა. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის სხდომაზე შალვა ნუცუბიძე ამტკიცებს, რომ სტრიქონი: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა“ რუსთველისეული არ არის, გადამწერის ნახელავია და ამბობს - რუსთველს როგორ შევედრებიო. კორნელი კეკელიძე დაინტერესდა: „რუსთველისად“-ში „სად“ რას ნიშნავსო. შალვა ნუცუბიძემ მიიხედ-მოიხედა, სადმე ქალი ხომ არ არისო და უპასუხა: „არ იცი, კაცო, კორნელი?- სად ერეკლე და სად...“ :))))))))) შალვა ნუცუბიძეს ერთხელ შეკამათება მოუხდა პრორექტორთან, რომელიც გვარად გვერდწითელი იყო. როცა მოთმენა აუტანელი გახდა, შალვა ნუცუბიძემ ხმამაღლა წამოიძახა: მთლად წითელმა ვერაფერი დამაკლო და გვერდწითელმა რა უნდა მიქნასო...:) შალვა ნუცუბიძეს ლექციაზე აგვიანდება. ვესტიბულში რექტორი, ნიკო კეცხოველი შეხვდა და მიაძახა: „შალვა, როდის იწყება ლექცია?“ შალვამ მხარუკუღმა უპასუხა: „როცა ლექტორი აუდიტორიაში შევა!“ო :) შალვა ნუცუბიძე ფულის მოყვარული კაცი იყო და ერთხელაც, ფონეტიკოსმა გიორგი ახვლედიანმა ჰკითხა: „შალვა, როგორ არის შენი ფულესოფია?“, რაზეც შალვა ნუცუბიძემ უპასუხა: „შენს ფუნეტიკაზე უკეთ!“ო :))))) ნიკო მუსხელიშვილს ამბავი მიუტანეს, ფიზიკის ინსტიტუტში თანამშრომლებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს თავი დაარტყაო. მუსხელიშვილმა ჩაილაპარაკა: „ბოლოს და ბოლოს, დაიწყეს ფიზიკის ინსტიტუტში თავით მუშაობა!" ო :)))))))))) ეს კი ჩემი უსაყვარლესია - შალვა ნუცუბიძეს ერთმა პოეტმა ჰკითხა, როგორ ბრძანდებითო. – მეხივით ვარ, მეხივით! – ჩაიცინა ბატონმა შალვამ – გამოიწით, თავში არ დაგვეცეს, – იხუმრა ვიღაცამ – ნუ გეშინიათ, მეხი ცარიელ ადგილს არ ეცემა, – დინჯად უპასუხა ბატონმა შალვამ :) სოფელ გლდანში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი სტუმრად არაჩვეულებრივ ქალბატონთან,შალვა ნუცუბიძის მეუღლესთან, დეიდა ქეთოსთან !
მარიკო გეწაძე
Holon · 4 months ago
საოცარი შეგრძნებებია, როცა თოვლში მიდიხარ, მიდიხარ და ნაკვალევს ტოვებ, შენს არსებობას ახსენებ ყველას, ვინც ამავე გზით გამოივლის და გრძნობ, რომ სამყაროს სჭირდები, თორემ არც ნაკვალევი დარჩებოდა შენი… ასე ფიქრობ მხოლოდ წუთები, რადგანაც ხედავ თოვლი ფარავს შენს ნაკვალევს და ის ქრება, თითქოს არც ყოფილა, თითქოს არც კი გაგივლია აქ და უკან მობრუნებულს იგივე გზაზე სხვისი ნაკვალევი გხვდება და თუ გინდა ისევ სამყაროს ნაწილად იქცე და იგრძნო რომ ვიღაცას სჭირდები თავიდან უნდა გაიარო იგივე გზა და ნაკვალევიც თავიდან დატოვო. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ხომ ასე ხდება… არსებობ ვიღაცის გვერდით, არსებობ მასში და შეგიძლია შენი არსებობით შეცვალო ის, მანამ მასში არის რაღაც ნაწილი შენი, შენი ნაკვალევი, მერე კი ქრები, ქრები მისი გულიდან, ქრები როგორც პატარა ფიფქები ქრებიან შენს წამწამებზე, ხელისგულებზე და გიკვირს და გტკივა, რომ ასე მარტივად დაგივიწყა, თითქოს არც იყავი, გიკვირს რომ არაფერი ახსენებს შენს თავს, არც მუსიკა ერთად რომ უსმენდით, არც ქუჩები ერთად რომ სეირნობდით, არც გვირილები ასე რომ გიყვარს და არც უსაზღვროდ დიდი ცა… არაფერი დარჩა შენგან, არადა, რა უხვად გაეცი მისთვის შენი არსებობის ყველა წუთი და წამი, ნაწილები შენი სულისა და ახლა ხვდები, რომ უკან აღარაფერს დაგიბრუნებენ, ხვდები რომ სიცარიელედღა დარჩი და მაინც არ ნანობ… მხოლოდ ტკივილი, კიდევ კარგი ეს მაინც დაგრჩა. მიდიხარ თოვლში და ფიქრობ, რომ სამყარომ შეწყვიტა არსებობა, დროც კი გაჩერდა, მხოლოდ საკუთარი გულის ცემა გესმის და მხოლოდ შენს ფიქრებს ხედავ ნატვრად გადაქცეულს, ნეტა მომწეროს, ტელეფონი კი დუმს… მაინც ჯიუტად ელი და რატომღაც გჯერა, რომ ის აუცილებლად მოვა შენამდე, მოვა და დაგიკოცნის ხალებს ლოყაზე სამ წერტილად გაბნეულს და ელი. გგონია გავიდა თვეები, წლები, საუკუნეები, გგონია გაიარე უკვე დიდი გზა მასთან შესახვედრად, მაგრამ გრძნობ რომ ყველა გზა უკან გაბრუნებს, გაბრუნებს საკუთარ თავთან, საკუთარ ტკივილთან და ცრემლებიც კი აღარ გყოფნის, აღარც ძალა რომ წახვიდე… დაიღალე… აკვირდები საკუთარ ნაკვალევს თოვლზე და ხედავ რომ ვიღაც სხვაც მოდის იგივე გზაზე, მოდის, მაგრამ არა შენს ნაკვალევზე, უბრალოდ შენს გვერდით და ხვდები, რომ არავის შეუძლია შენი არსებობა გადაფაროს, წაშალოს ის რაც ხარ, რაც შენგან რჩება, იმიტომ რომ შენ შენ ხარ, სხვა კი სხვაა და არასოდეს დაემთხვევით ერთმანეთს როგორც ეს ფიფქები, ათასები და ათიათასები, მილიონები და უფრო მეტიც, თითქოს ერთნაირები და მაინც ყველა სხვადასხვა, თითოეული თავისთავად ღირებული, სხვებისგან დამოუკიდებლად, არა როგორც თოვლი, არამედ ერთი პატარა ფიფქი, რომელიც გაქრება წამში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იყო, არ არსებობდა. ამას ხვდები და გრძობ საკუთარ სულს, საკუთარ სხეულს, გარკვეულ დროში და გარკვეულ სივრცეში, მარადისობის ერთ მცირე წამში, აწმყოში, წარსულში და მომავალში, გრძნობ საკუთარი არსებობის საჭიროებას და რწმუნდები აღარ ხარ მარტო, აღარც დაღლას გრძნობ, რადგან იცი უნდა იარო, რომ არ დაიკარგო, იარო წინ, ან უკან, მაგრამ უნდა იარო და შეხვდები იმას ვინც შენსკენ მოდის, დგეხარ თოვლში, ფიფქებით დამძიმებული წამწამებით და სასაცილოდ აფახულებ თვალებს, როგორც თოჯინა შენი ბავშვობის მეგობარი და გახსენდება ოქროს თევზები, დროებით რომ მიივიწყე სადღაც ცნობიერების ურთულეს გზაზე და ახლა ისევ გჯერა მათი არსებობის, ისევ გჯერა რომ სადღაც ისინი შენს ზღაპარს წერენ და უნდა წახვიდე იქ, შენს ზღაპარში და შენს სამყაროში და ისევ იწყებ ძიებას… იცი ისევ ბევრჯელ მობრუნდები უკან, ბევრჯელ იგემებ ტკივილს და იმედგაცრუებას, ბევრჯელ დაეცემი დაქანცული და მაინც გრძნობ , რომ უნდა წახვიდე… რადგან შენი ზღაპარი ამად ღირს… იქ უნდა მოხვდე… მომენატრე და შენთვის გავთოვდი, შორი გზებიდან მოვედი შენთან და შევისვენე შენს წამწამებზე… გთხოვ მაპატიოს ეს სისუტე ვინც შენ გეკუთვნის, ვისაც შენად თვლი, მე ხომ ფიფქი ვარ მალე გავქრები, მხოლოდ წამი მაქვს შენთან ყოფნისთვის და ეს წამია მარადისობა და უფრო მეტიც…… #news #funny #design #business #sport #religion #gaming #photo #art #opinion #goodplaces #politics #events #crypto #food
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
ანა დოლიძე- სიტყვა პოლიტიკა ვიღაცეებს გარმონი ჰგონიათ
„სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ, ცოტა რომ ანერვიულ
ანა დოლიძე- სიტყვა პოლიტიკა ვიღაცეებს გარმონი ჰგონიათ
„სიტყვა პოლიტიკა ვიღაცებს გარმონი ჰგონიათ, ცოტა რომ ანერვიულ
Zugdidelebi. Ge
Batumi · 4 weeks ago
ამბავი ორ ქირურგ ძმაზე
ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბა
ამბავი ორ ქირურგ ძმაზე
ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბა
Kutaisi Daily
Tbilisi · 3 months ago
5 უფასო აუდიოწიგნი თვითიზოლაციაში მოსასმენად
თუკი ხეები უკვე ყველა ფანჯრიდან დათვალეთ, გაზომეთ მანძილი სა
5 უფასო აუდიოწიგნი თვითიზოლაციაში მოსასმენად
თუკი ხეები უკვე ყველა ფანჯრიდან დათვალეთ, გაზომეთ მანძილი სა