0
ამერიკელმა ფიზიკოსმა, რობერტ ვუდმა ასაკში ყოფნის მიუხედავად, გადაწყვიტა საკმაოდ სარისკო ექსპერიმენტის ჩატარება. მას სურდა გაეგო, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ნარკოტიკი. ვუდმა ოპიუმი იშოვა, მოწია და ნარკოტიკული თრობის ზღვაში შეცურა. გაღვიძებისა და გამოფხიზლების შემდეგ, მას გაახსენდა, რომ კაიფში ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვან იდეას მიაგნო, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეეძლო. ვუდი ვერ იხსენებდა, თუ რა იდეა მოაფიქრდა, სწორედ ამიტომ ფანქარი და ფურცელი მოიმარჯვა და ხელახლა მოწია ოპიუმი იმისთვის, რომ ის იდეა, რომელიც ხელიდან გაუსხლტა, სასწრაფოდ ჩაეწერა იქამდე, სანამ გამოფხიზლდებოდა. ფიზიკოსი მეორედაც გამოფხიზლდა და გაახსენდა, რომ გენიალური იდეის ჩაწერა მოასწრო. მან ხელის კანკალით აიღო ფურცელი და წაიკითხა: “ბანანი დიდია, მაგრამ მისი ქერქი კიდევ უფრო დიდი.”
0