ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გამოკვლეული ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში 34 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, რომელთაგან სამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „ჩვენს კლინიკაში იყო 35 პაციენტი, ერთი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ახლა გვყავს 34 დადასტურებული პაციენტი. გუშინდელი ოთხი შესაძლო შემთხვევიდან არც ერთი არ დადასტურდა და ყველაზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი. ამ ეტაპზე, ერთი შესაძლო შემთხვევა გვყავს და მისი კვლევა ახლა წარმოებს. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, კვლავ გვყავს სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული უკვე არც ერთი აღარ არის. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერ პროგრესიულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიის და გარკვეული სინდრომალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული, ასეთი პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
0