რა არის სუსანო ? თანამედროვე ანიმეში (ნარუტო) გაცოცხლებული იაპონური მითოლოგია

0
სუსანო, ასევე ცნობილი როგორც ტაკეჰაია სუსანო ნო მიკოტო, ზღვისა და შტორმის იაპონური ღმერთი და კუშინადაჰიმეს მეუღლე. მითებში სუსანო ამატერასუსა(მზის ქალღმერთი) და ცუკიუმის(მთვარის ღმერთი) ძმაა. ისინი იზანაგისგან შეიქმნენ, როცა ის სახეს იბანდა. ამატერასუ მარცხენა თვალის დაბანვის დროს დაიბადა, ცუკიუმი მარჯვენა თვალის, ხოლო სუსანო ცხვირის დაბანვისას. სუსანოს იარაღს ტოცუკა ნო ცურუგი ეწოდებოდა. სუსანო ამატერასუს შეეჯიბრა, ქალღმერთმა ძმის ხმლისგან სამი ქალი შექმნა, როდესაც სუსანომ დის ყელსაბამისგან ხუთი კაცი შექმნა. იქამდე სანამ ბჭობდნენ ვინ იქნებოდა გამარჯვებული, მრისხანე სუსანომ დის ბრინჯის ნათესები გაანადგურა, ამატერასუ კი გამოქვაბულში დაიმალა და მასთან ერთად მზეც გაქრა. ამის გამო იზანაგიმ ზეციდან განდევნა სუსანო. მიწაზე ღმერთი მოხუც ცოლ-ქმარს შეხვდა, რომლებმაც 8თავიანი დრაკონის, იამატა ნო ოროჩის შესახებ უამბეს. სუსანომ მოკლა დრაკონი და მის მუცელში ხმალი, კუსანაგი ნო ცურუგი იპოვა, შემდეგ ის დას მიართვა საჩუქრად და ამით მისი გული მოიგო. ხმალი შემდეგში ნინიგის, ამატერასუს შვილიშვილს გადაეცა. კუსანაგი იატა ნო კაგამისა(სარკე) და იასაკა მაგატამასგან(სამკაული) იაპონიის რეგალიად ითვლება.
#susano
#naruto
#news
#opinion
#photo
Tbilisi
0