Google-ის აპლიკაცია Art Transfer თქვენს ფოტოებს ვან გოგისა და ფრიდა კალოს ნახატებად აქცევს

0
თუკი ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორ დაგხატავდნენ ცნობილი მხატვრები, Google-ის პლატფორმა Art Transfer სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ. მისი მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები ვინსენტ ვან გოგის, ფრიდა კალოს, ჟან-მიშელ ბასკიასა და იაიოი კუსამას ნახატებად გარდაქმნათ. Google-მა უამრავ კულტურულ ინსტიტუციასთან ითანამშრომლა იმისათვის, რათა ეს პლატფორმა შეექმნა და იმგვარი ნახატების გამოყენების უფლება ჰქონოდა, როგორებიცაა: ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა, ენდი უორჰოლის 1966 წელს დახატული ავტოპორტრეტი, ედვარდ მუნკის კივილი, ვან გოგის ირისი და ა.შ Art Transfer-ის გამოყენება მარტივია: უნდა შეარჩიოთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტო ან ამ ფოტოს კონკრეტული ნაწილი, რომელსაც შემდგომ პლატფორმა ცნობილი მხატვრის ნამუშევრად აქცევს. ხოლო მანამ, სანამ ფოტო ნამუშევრად გარდაიქმნება, აპლიკაცია ამ მხატვრის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით
#technology
#tech
#news
#opinion
Tbilisi
0