ჟოლოსა და ფისტას კომბინაცია

0
?☄️ფხვიერი ცომი ☄️? ფქვილი-200 გ შაქრის პუდრა-80 გ ნუშის ფქვილი-30 გ მარილი-2 გ კარაქი- 120 გ (ცივი კარაქი) კვერცხი-40 გ მომზადების ტექნოლოგია: ?‍??? გააერთიანეთ ცივი კარაქი და ფქვილი, დაამატეთ შაქრის პუდრა, ნუშის ფქვილი. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ დაამატეთ კვერცხი. (დიდი ხნით არ დაამუშავოთ ცომი , ომოჟენური მასის მიღებისთანავე გათიშეთ მიქსერი) ცომი მოათავსეთ პლასტირზე, შეფუთეთ და დააყოვნეთ მაცივარში 12 საათით. ცომს უნდა ჰქონდეს პლასტელინის ტექსტურა. მიეცით სასურველი ფორმა და გამოაცხვეთ 160 გრ.- 12 წთ. ფრანჟიპანი ფსტით ??? კარაქი-100 გ კვერცხი-100 გ ნუშის ფქვილი-100 გ შაქარი-50 გ ფსტის პასტა-30 გ მომზადების ტექნოლოგია: ?‍??? დარბილებული კარაქი და შაქარი გაერთიანე რობოტ მიქსერში (ფოთოლი) მაგრამ არ თქვიფოთ.დაამატეთ ნუშის ფქვილი.ოთახის ტემპერატურის კვერცხი.თქვიფეთ მასის გათეთრებამდე. ნახევრდგამომცხვარი ტარტი ნუშის კრემთან ერთად ცხვება 160 გრ-8 წთ. ამოყვანილი განაშის კრემი ვანილით ❣️⭕? ჟელატინი-5 გ ნაღები 35%-290გ ვანილის ჩხირი-1 ც თეთრი შოკოლადი 30%-125 გ ნაღები (ცივი)-295გ ნაღებს მიაწოდეთ ვანილი, მიიყვანე წამოდუღებამდე და დასხით თეთრ შოკოლადს და ჟელატინს. ჩაასხით ცივი ნაღები და დააბლენდერეთ. დაარეზერვეთ მეორე დღემდე . გათქვიფეთ კარგად გაფუებამდე. ფსტის ბაბაღუაზი ☄️? რძე-65 გ ნაღები-65 გ კვერცხის გული-2 ც ფსტა-35 გ ვანილის ექსტრაქტი-5 გ ჟელატინი-5 გ ამოყვანილი ნაღები-100 გ მომზადების ტექნოლოგია: რძე და ნაღები გააერთიანეთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.კვერცხის გული, ვანილის ექსტრაქტი და ფსტის პასტა მოვათავსოთ ერთად და დავასხათ ცხელი რძე და ნაღები.დავაბრუბოთ ქურაზე და მოვხარშოთ ინგლსური კრემის პრინციპით. მომხადების შემდეგ გადავიტანოთ თასში და დავამატოთ ჟელატინი. გავაციოთ. დავამატოთ ამოყვანილი ნაღები წითელი ნაპაჟი წყალი-50 გ ჟოლოს გაყინული პიურე-75 გ შაქრაი-60 გ პექტინი NH-1, 5 გ გლუკოზა-20 გ ნეიტრალური ცივი მოხმარების ნაპაჟ-435 გ მომზადების ტექნოლოგია: საკონდიტრო ქვაბში მოათავსეთ წყალი და ჟოლოს პიურე, 40 გრ.ზე ჩაყარეთ გაერთიანებული შაქარი და პექტინი. დაამატეთ გლუკოზა.მიიყვანეთ ადუღებამდე. დაასხით ნაპაჟს და დააბლენდეთ.გამოიყენეთ 50 გრადუს ტემპერატურაზე. © Keto bakuradze adeishvili
#culinary
#food
#news
#opinion
#photo
#art
Tbilisi
0