,, ყოველთვის ირწმუნე საკუთარი თავის და არასოდეს იფიქრო, რომ რაიმე არ შეგიძლია,,.

0
მეგობრებო საინტერესო პოსტს გადავაწყდი დღეს და მინდა გაგიზიაროთ ❤️ საოცარი მოტივაცია და სიტყვები, გილოცავთ ყველას სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ❤️ , , რა შესანიშნავი დღე გათენდა, არა, ახალგაზრდავ? ალბათ, აღელვებული ხარ და გულიც გამალებით გიცემს. დღეს ხომ განსაკუთრებული დღეა! ეს ესაა, სკოლას გამოეთხოვე და შენი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელი ზარიც დაირეკა. ამ დღეს უჩვეულო გარემოში ხვდები და შესაძლოა, გული გწყდება, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც შენს ლაღ გონებას წარმოედგინა. მაგრამ ამაზე ნუ იდარდებ. ყველაფერი მაინც შენს ხელშია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავად გსურს! გულში არ გაივლო, ჩემო კარგო, თითქოს ამ ზარის წკრიალი დასასრულზედ მიგანიშნებდეს. ზარი მახარობელია, დღესასწაულია, დასაწყისია, თუგინდ ბოლო ერქვას. მე ღრმად მწამს, ახალგაზრდავ, რომ ადამიანი მარადჟამ ცნობისმოყვარე მოწაფეა, ყველა ასაკში. და ყოველ ჯერზე, როცა ერთ ფანჯარას ხურავ, შენ თვალწინ, მუდამ ათობით, ასობით ახალი ფანჯარა იღება. ეს ზარიც, სწორედ რომ ცოდნის ახალ ფანჯარაზე, შენი მოსწავლეობის ახალ დასაწყისზე მიგანიშნებს. ნება შენია, საით წახვალ, რომელ ფანჯარას შეაღებ, მეგობარო. მოუსვენარ ცნობისმოყვარეობას ყური მიუგდე და მუდამ დარჩი სწავლის გულმხურვალე მძებნელად. შენს თავს გულდასმით გამოჰკითხე, საით მიდიხარ, რისკენ ისწრაფვი, ის კი, სწორ პასუხებს გიამბობს და გზასაც მარტივად გაიგნებ. მომავლის გზაზე დაბრკოლებებსაც გადააწყდები. მრავალი გამოცდის ჩაბარება მოგიწევს. ნუ შეშინდები! და თუ ფეხი დაგიცდა, წამოდექი და ისევ მიზნისკენ სვლა განაგრძე. ყოველთვის ირწმუნე საკუთარი თავის და არასოდეს იფიქრო, რომ რაიმე არ შეგიძლია. დარჩი საკუთარი თავის უფალი და არასდროს დაუშვა, რომ ვინმემ შენს სურვილებზე იბატონოს. ნუ გაჩერდები! შეცვალე, იბრძოლე, იარე, შეაღე! ფართო გზა მიეც შესაძლებლობებს! შეკითხვების დასმის ნუ მოგერიდება. ყოველთვის იკითხე. და გიამბობენ. თუკი გკითხავენ, შენც სულ უამბე. ყველაფერი, რასაც ისწავლი, სხვასაც ასწავლე. ყოველთვის გახსენი ცოდნის ახალი ფანჯარა. და ყოველ ჯერზე, როცა წერტილს დასვამ, იქვე ახალი აბზაცი წამოიწყე. გზას დაგილოცავ, ახალგაზრდავ! მარად შენი — მკითხე მოამბე. , ,
#news
#opinion
#lastball
#goodplaces
#goodvibes
Tbilisi
0