კახეთი კვლავ "მწვანე ზონად"რჩება

0
კახეთიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ყველა ნიმუში კორონა ვირუსზე უარყოფითია. რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 28 ანალიზის პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ცოტახნის წინ მიიღო. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რეგიონიდან ამ დრომდე გამოკვლეული ყველა ნიმუში "კოვიდ-19" უარყოფითია და არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. ნელი ხიზანიშვილის თქმით, ნიმუშების აღება COVID ინფექციის კვლევის ფარგლებში ცხელების კლინიკებიდან და კარანტინის სივრცეებიდან დღესაც იგეგმება ასევე, გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, რის ფარგლებშიც იკვლევენ მაღალ რისკ ჯგუფებს, მათ შორის, სამედიცინო პერსონალს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებს და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს. ამ დრომდე კახეთის რეგიონიდან აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია სულ 3 662 ნიმუში, საიდანაც 1180 მედპერსონალს ეკუთვნის, 1365 კარანტინის ვიზიტორებსა და სასტუმროს პერსონალს. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე, ხოლო 8 საკარანტინო ზონაში მოთავსებულია 219 პირი.
0