რომელ თარიღს ემთხვევა რამადანის დღესასწაული ?

0
წელს რამაზანის თვე 24 აპრილს დაიწყო და მუსლიმებიც მარხულობას შეუდგნენ. სრულიად საქართველოს მუსლიმანთა გაერთიანების შეიხი ჰაჯი რამინ იჯიდოვის განმარტებით, რამადანის დღესასწაული დიდი ალბათობით ხვალ, 24 მაისს აღინიშნება. რამაზანის თვეში ყველა მუსლიმი 29 დღის განმავლობაში მარხულობს და ლოცულობს. ამ თვის ბოლოს მუსულმანები რამადანის დღესასწაულს აღნიშნავენ. ისინი დღესასწაულზე ერთად ლოცულობენ. ლოცვის შემდეგ კი რამადანს აღნიშნავენ და ერთად იკრიბებიან. დღესასწაულის აუცილებელი რიტუალებიდან ერთ-ერთია ერთმანეთის ნახვა, ნათესავების მონახულება და შერიგება. ამ დღეს ყველა ვალდებულია გაჭირვებულებს დაეხმარონ. ისლამში რამაზანი ყველაზე წმინდა თვედ არის მიჩნეული. მას თერთმეტი თვის სულთანსაც უწდოებენ. მარხვა თავის ისტორიას ჰიჯრის კალნდრის მეორე წლიდან იღებს, როდესაც მუჰამედმა მედინეში ეს თვე დააწესა.  ყურანში ამ ღამესთან დაკავშირებით აიათიც არსებობს. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. რამაზანის თვეში მარხულობა მუსლიმებს ჰიჯრს თარიღის მეორე წელს (622 წელს) დაუწესდათ.
#რამაზანი
#დღესასწაული
#მარნეული
#marneulidaily
0