STYLE ICON: ოდრი ჰეპბერნი

0
ოდრი ჰეპბერნი გამოჩენის პირველივე დღიდანვე ამომავალი ვარსკვლავი გახდა. 
მას გულშემატკივრები არამარტო კინოინდუსტრიაში არამედ მოდის სამყაროშიც გამოუჩნდა, ბევრი ქალბატონი მისი სტილის მიმდევარი გაცნობისთანავე გახდა, ხოლო დანარჩენებმა მშვენიერი ლედი ყოველდღიური ჩაცმის სტილის ინსპირაციად აქციეს. მისი გარდერობი ყველაზე მოდურად ითვლებოდა 1950-იან წლებში, თუმცა აქტუალურობას დღემდეც არ კარგავს. კოსტიუმები ფილმებიდან „საბრინა“ და „საუზმე ტიფანისთან“  მოდის მიმდევარი გოგონებისა და დიზაინერების შთაგონების წყაროა დღესაც, გამონაკლისი არც გაზაფხული-ზაფხული 2020-ის აქტუალური ტრენდები გახდა. თეთრი პერანგი მამაკაცის გარდერობიდან, ტანზე გამოყვანილი შავი კაბები, ყვავილებიანი სარაფნები, მოკლე კარდიგანები The Row, Carolina Herrera, Miu Miu, Proenza Schouler-მა კოლექციების ჩვენებისას უკვე წარადგინეს, მოდელებმა ჩვენებებზე მსახიობის თითოეული ლუქი  სხვადასხვა ხასიათით გააცოცხლეს. რომელი ნივთებია ოდრის გარდერობიდან ამ სეზონზე ყველაზე აქტუალური?
#odryhephbern
#style
#styleicon
Tbilisi
0