0
ამიშები ამერიკის შტატ პენსილვანიაში, ქალაქ ლანკასტერში ცხოვრობენ და მათი წარმოშობა შვეიცარიიდან არის . პენსილვანიის ამიშების ისტორია მე-16 საუკინიდან იწყება. ისინი ქრისტიანები არიან და მიეკუთვნებიან ანაბაფტისტებს და მენონიტების მიმდინარეობას. ამიშები ყველაზე კონსერვატიული საზოგადოებაა, მათთვის მნიშვნელოვანია თავმდაბლობა და ოჯახის ერთიანობა. ამიშები ამერიკის სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრობენ, ისინი არ იყენებენ არც გაზს და არც ელექტროენერგიას სახელმწიფოსგან და ამის ალტერნატიული რესურსს თავად გამოიმუშავებენ. ამიშები ცხენებს და ხარებს გამოიყენებენ მიწის დასამუშავებლად. ამიშები ფერმერები არიან, ისინი საკმაოდ მდიდარი ხალხია, ამიშ ქალბატონს და მამაკაცს განსხვავებული ტრადიციული სამოსი აცვიათ. ამიშებს აქვთ შემდეგნაირი ტრადიცია: როცა მათი შვილი სრულწლოვანი გახდება, ისინი ორი წლით ბავშვს უშვებენ დამოუკიდებლად დიდ ქალაქში საცხოვრებლად და ბავშვი ორი წლის შემდეგ თავად წყვიტავს საკუთარ მომავალს, მან უნდა აირჩიოს ან ამიშური ცხოვრება ან ჩვეულებრივი როგორც საზოგადოების უმრავლესობა ცხოვრობს. მინდა გითხრათ რომ ამიშების 95%-ი უკან ბრუნდება და ამიშურ ცხოვრებას აგრძელებს , თუ რატომ ამასაც გეტყვით. ამიში როცა უკან ბრუნდება, მას მთელი ლანკასტერის ამიშობა ჩუქნის მიწას, ასევე ყოვლად უსასყიდლოდ უშენებს სახლს, სჩუქნის ფერმას , სჩუქნიან რათქმაუნდა პირუტყვს და ყველა იმ საჭირო ნივთს რაც მას ცხოვრების დაწყებას გაუადვილებს. რათქმაუნდა ასეთ გამომწვევ წინადადადებაზე რთულია უარის თქმა, იმ პირობებში როცა მარტო ცხოვრების პერიოდში, ყველაფერი მარტო გაქვს გასაკეთებელი და ბუნებრივია ამიში ბრუნდება სახლში. ამიშები სახელმწიფო გადასახადს არ იხდიან და ბუნებრივია მათ სახელმწიფოსგან პენსიაც არ ერიცხებათ . ამიშები ყველაფერ ნატურალურს ამზადებენ და ალბათ არ არსებობს ემიგრაციაში ისეთი ქართველი, ვისაც მათი ნაწარმი არ დაუგემოვნებია. სხვათაშორის ამიშების ბაზარი რომელიც ლანკასტერში მდებარეობს , არის ყველაზე ძველი ბაზარი ამერიკის ისტორიაში და თარიღდება 1731 წლით. ეს ფოტოები ჩემი გადაღებულია, მანქანიდან, ჩუმად, ვინაიდან მათი ტრადიციების გათვალისწინებით, კატეგორიულად აკრძალულია ახლოს მიახლოვება, შესაბამისად ცუდი ხარისხია!
0