რატომ უღირთ ავიაკომპანიებს იაფი ბილეთების გაყიდვა?

0
ბოლო პერიოდში, ბევრმა ადამიანმა ისწავლა იაფად ფრენა. თუმცა არსებობს სტერეოტიპები. იაფი ავიაბილეთი არ ნიშნავს რომ თვითმფრინავით მგზავრობა საშიშია. რეალურად ამ ყველაფერს აქვს მიზეზები: • ცნობილია რომ ახალი თვითმფრინავები შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ • სწორედ ამის საფუძველზეც Ryanair- მა 2009 წელს 150 ბოინგ – 737 შეიძინა. ტექნიკურ სამსახურს შესწავლა მხოლოდ ერთი ტიპის ხომალდთან უწევთ, რაც ასევე ზოგავს ბიუჯეტს. • ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს არ აქვთ ბიზნესკლასი, რაც შედარებით მეტი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს რომ მაქსიმალური კომფორტითაც ვერ დაიკვეხნიან • ავიაკომპანიის გუნდის წევრები ახალგაზრდები არიან და მათ ხშირად რამდენიმე სხვადასხვა საქმის გაკეთება უწევთ. სტიუარდესები ვაჭრობას და დასუფთავებასაც უზრუნველყოფენ. ამაშიც იზოგება ფული • დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ხშირად მცირე მოცულობის აეროპორტებს ირჩევენ, როგორც ჩვენ შემთხვევაში wizz air-მა გააკეთა. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე ტრადიციულებს წყარო: avia.ge
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#airpot
#plane
#flying
#fly
#facts
#interesting
#information
#passenger
#cheap
#tickets
0