7 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ უკულელეზე დაკვრა

0
1. მარტივია სასწავლებლად ბევრად უფრო ადვილია ვიდრე სხვა. მისი რბილი ნეილონის სიმები არ იწვევს თითების ტკივილს. მისი მცირე ზომა ამცირებს მაჯის დაძაბულობას. ასევე უკულელეს გააჩნია მხოლოდ ოთხი სიმი, რაც აკორდის სწავლას კიდევ უფრო მარტივს ხდის. 2. ხელმისაწვდომი უკულელე საკმაოდ ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია. 3. პორტატულობა ინსტრუმენტის პორტატულობა მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. უკულელე შექმნილია მოგზაურთათვის და მათთვის, ვისაც არცერთი წამი არ შეუძლია ინსტრუმენტის გარეშე. 4. პოზიტიური უკულელე წარმოუდგენლად სოციალური ინსტრუმენტია. იგი მოსწონს ყველას. მოხუცს, ახალგაზრდას, მუსიკოსს და მათაც ვისაც არანაირი შეხება არ აქვთ მუსიკასთან. მისი ბედნიერი და მხიარული ტონი, ხდის ინსტრუმენტის ჟღერადობას სასიამოვნოს და ყველასათვის სასურველს. 5. ჟღერადობა უკულელეს საკმაოდ თბილი და მრავალფეროვანი ჟღერადობა აქვს. რის გამოც, იგი უზრუნველყოფს საუკეთესო განწყობას და ყოველდღიურობის განუყოფელი ელემენტი ხდება. 6. სიმარტივე შენ შეგიძლია შეასრულო ნებისმიერი ჟანრის მუსიკა და დაუკრა ყველაზე პოპულარული სიმღერები ძალიან მარტივად, ბევრი ძალისხმევის გარეშე. 4 სიმის გამო, სტანდარტული აკორდები უკულელესთვის ბევრად გამარტივებული სახითაა მოცემული. 7. გიტარა VS უკულელე ნებისმიერი ცოდნა რაც კი შეიძლება გიტარის შესახებ გქონდეს, გამოგადგება უკულელეზე დაკვრისას. ყველა აკორდი რაც კი გაქვს ნასწავლი ადაპტირებულია უკულელესთვის, უბრალოდ მათ განსხვავებული სახელწოდებები აქვთ
#music
#musicfeed
#candymusic
#candy
#listen
#ukulele
#playing
#instrument
#musician
#advice
#tips
#facts
#interestingfact
#art
#photo
#photography
0