მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირია დაკავებული

0
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა" - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის საზოგადობასთან ურთიერთობის თანამსრომელი ფეისბუქ პოსტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 სექტებერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით , მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს - გ.ქ.-სა და ლ.ქ.-ს, ასევე, მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ქ.-ს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. - წერს შსს რადიო მარნეულთან საუბრის დროს ნაცილონალური მოძრაობის წევრი ლაშა ქველაძე რომელმაც ინციდენტის დროს ტრავმები მიიღო ამბობს რომ მისთვის მნიშვნელოვანია გამოძიებამ დააკავოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე: "ახლა მთავარია რომ გამოძიება დააკავოს ორგანიზატორები. ამირან გიორგაძე, რომელმაც პირადად დააზიანა ჩემი მანქანა და შერმადინ ბოჭოიძე რომელმაც მე გამისწორდა ფიზიკურად და მერე მამაჩემს(გივი ქველაძეს) გაუსწორდა ფიზიკურად. და ასევე ველოდები დაკავებას მერიის თანამსღომლების და დანარჩენ სპორტსმენების" - ამბობს ლაშა ქველაძე. წყარო : რადიო მარნეული
0