პერფორმანსით გაპროტესტებული აქცია სენაკში.

0
სენაკში, აკაკი ელიავას ქუჩაზე, სამოქალაქო აქტივისტმა აპოლონ გარუჩავამ აქცია-პერფორმანსი გამართა და გზის სავალ ნაწილზე ორმოს ხალიჩა გადააფარა. აპოლონ გარუჩავას განცხადებით, ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ სამუშოებს აწარმოებდა კომპანია "გასკო +", რის შემდეგაც ქუჩა გადათხრილი დარჩა და მანქანები ცალმხრივად მოძრაობენ. კომპანიის მენეჯერის, დიმიტრი პაჭკორიას თქმით, გზის შეკეთებაში საგანგებო მდგომარეობამ შეუშალა ხელი. "რამდენიმე ადგილას აღმოჩნდა გაჟონვა. ფეთქებად საშიში სიტუაცია იყო. ეს დარღვევები რომ აღმოვაჩინეთ, შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რის შემდეგაც ასფალტის წარმოება ყველგან შეჩერდა. ამიტომაც ვერ მოვასწარით. ამჟამად დაგეგმილი გვაქვს ორმული სამუშაოების ჩატარება, რომელსაც რამდენიმე დღეში დავიწყებთ", - ამბობს დიმიტრი პაჭკორია.
#სენაკი
#სამეგრელოზემოსვანეთი
#აქტივისტი
#აქცია
#პერფორმანსი
#კომპანია
#zugdididaily
0