გერმანიაში მოსახლეობა COVID-19-ის გამო აკრძალვების სრულად მოხსნას ითხოვს

0
გერმანიაში საპროტესტო აქციები გრძელდება - უკვე 1 თვეა მოსახლეობა COVID-19-ის მიზეზით დაწესებული აკრძალვების სრულად მოხსნას მოითხოვს. გერმანიის მთავრობის განცხადებით ხელისუფლებამ შეზღუდვები შესაძლებლობიდან გამომდინარე უკვე მაქსიმალურად შეამსუბუქა, ნაადრევად მოხსნამ კი, შესაძლოა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კვლავ უკონტროლოდ მზარდი გახადოს. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ვირუსით 180, 000 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 8, 400.
0