მეოთხედი ცხოვრების კრიზისი, ანუ რა აწუხებთ 25-33 წლის ადამიანებს

0
თანამედროვე მსოფლიო, დღეს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიების მრავალფეროვან არჩევანს, რაც დღითი დღე ზრდის შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ საკუთარი უნარები და მოვერგოთ რომელიმე საქმიანობას მაინც. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სწორედაც, არჩევანის მასშტაბების ზრდამ გამოიწვია ახალგაზრდებში შიში. შიში იმისა, თუ „რა გამოვალ მომავალში“. სპეციალისტების სახელით, ამას „მეოთხედი ცხოვრების კრიზისი“ ჰქვია და გულისხმობს „პიროვნების თავისებურ კრიზისს, რომელსაც ახალგაზრდები განათლების მიღების შემდეგ განიცდიან; ისინი საკუთარ ადგილს ეძებენ ცხოვრებაში და იმის გადაწყვეტა უწევთ, თუ რა გზას დაადგნენ“. ზოგიერთ ახალგაზრდას არასწორი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, თუმცა იმის გააზრებას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები სულაც არ არის საბოლოო და არაფერია ცუდი იმაში, რომ „ცხოვრებაში სხვადასხვა გზა მოსინჯო“, დრო და გამოცდილება სჭირდება. წყარო: marketer.ge
0