მუსიკოსი, რომელიც გიტარაზე კბილებით დაკვრით გახდა ცნობილი

0
ჯიმი ჰენდრიქსი - XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და გავლენიანი მუსიკოსი, რომელიც აღიარებულია, ნოვატორ და ვირტუოზ გიტარისტად. ჰენდრიქსის უნიკალურმა და გამორჩეულმა შესრულების მანერამ, მუსიკალურ ჟღერადობას, ახლებური ფორმა შესძინა. 1966 წელს, ჯგუფის „The Animals“ ბასისტმა ჩეს ჩენდლერმა, რომელიც შემდგომ ჯიმი ჰენდრიქსის პროდიუსერი გახდა, მუსიკოსი ნიუ იორკის ერთ-ერთ კაფეში შეამჩნია. სწორედ ჩესი იყო ის ადამიანი, რომელმაც არტისტს ურჩია, „Jimi”-ს სახელით გამოსულიყო სცენაზე. ჯიმი ჰენდრიქს არ ჰქონია მუსიკალური განათლება, მან გიტარაზე დაკვრა სმენით ისწავლა, მუსიკას კი ყოველთვის ფერებთან აკავშირებდა და სწორედ ეს იყო მისი ექსპრესია. „ყველა შეგრძნებას თავისი ფერი გააჩნია, ეჭვიანობა იასამნისფერია, შური მწვანე და ა.შ.“ ჰენდრიქსის მთავარი ინსპირაციის წყარო იყო მისი სიზმრები. 1966 წლის ინტერვიუში მუსიკოსი აცხადებს, რომ კომპოზიციები „First look” და „The Purple Haze” მან სწორედ სიზმრებიდან მიღებული ინსპირაციით შექმნა. ჯიმი ჰენდრიქსის ლეგენდის განუყოფელი ნაწილი მისი დაკვრის მანერაა, რომელიც ყველანაირ მოლოდინს აჭარბებდა. მისი სიმღერები, არაერთი მუსიკოსისთვის გამხდარა მიბაძვისა და შთაგონების წყარო. ჰენდრიქსის თეატრალური შესრულების მანერა, სექსუალური განწყობითა და საოცრად ემოციური სიმღერის მანერით, მაყურებელს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ შოუს სთავაზობდა. ჯიმი ჰენდრიქსმა თავის ხანმოკლე კარიარეში, სიმღერების საოცარი კოლექცია შექმნა. 2011 წლის დეკემბერში, ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ „Guitar World“ ჯიმი ჰენდრიქსის მიერ “Woodstock”- ზე შესრულებული კომპიზიცია "Star Spangled Banner“, 100 საუკეთესო პერფორმანსის სიაში შეიყვანა.
#music
#musicfeed
#candymusic
#candy
#listen
#guitar
#playing
#musician
#actor
#facts
#interestingfact
#jimmy
#news
#opinion
#art
#photo
0