26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

0
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! ?? ბოლო წლებში ქართველი დიზაინერების ჩვენებებში საქართველოსთან დაკავშირებული დეტალების გამოყენების მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა. ნახეთ ქართული მოტივები პოდიუმზე.??? ბოლო წლებში ქართველი დიზაინერების ჩვენებებში საქართველოსთან დაკავშირებული დეტალების გამოყენების მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა. ზოგადად დიზაინერები თავიანთ კოლექციებში თითქმის ყოველთვის იყენებენ კულტურულ ელემენტებს, რომლებიც ხშირად თავიანთ სამშობლოს უკავშირდება. ამიტომ მსგავსი ქმედება არსად არ არის გასაკვირი, თუმცა მაინც ყოველთვის სასიამოვნოა ქართველი დიზაინერების მხრიდან წარმომავლობის ხაზგასმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიას გარკვეული დატვირთვის მქონე კოლექციას სთავაზობენ და იმ ქვეყანას აცნობენ, რომლის შესახებ არც ისე ბევრ ინფორმაციას ფლობენ. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი მომენტი ვეტმანს უკავშირდება, როდესაც დემნა გვასალიამ თავის უზარმაზარ აუდიტორიას კოლექციით გულწრფელად მოუყვა თავის სამშობლოზე. “ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი. საქართველოს, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი ერთად გავიზარდეთ 90-იან წლებში და ომს, რომელიც მოხდა იქ, სადაც ვცხოვრობდით. მინდოდა ამ ჩვენებით ბრაზს, შიშს, ტკივილს წინ დავდგომოდი. აქამდე ამ ყველაფრის გახსენება არ მინდოდა, ასე შორს წასვლა არ შემეძლო. არასდროს მიგვრძვნია თავი შემოქმედებითად ასე ბედნიერად, თავი საკმარისად დაცულად ვიგრძენი, რომ ყველაფერი გარეთ გამომეტანა.“ დემნა გვასალია ჩვენი ქვეყნის მოტივები გვხვდება საერთაშორისო მასშტაბით მეორე ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის, შემოქმედებაშიც. კომას 2017 წელს ლონდონში წარმოდგენილ კოლექციაში ქართული ტრადიციული სამოსის, ჩოხისთვის დამახასიათებელ ელემენტებს ვხვდებით. აქვე გავიხსენოთ ჩოხასთან დაკავშირებული საკულტო მომენტი, როდესაც ადგილობრივ მცხოვრებებს ის კომ დე გაღსონის სამოსთან ერთად ეცვათ; “1989 წელს რეი კავაკუბო, რომელიც ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, თაყვანისმცემელია, საბჭოთა ეპოქის საქართველოში ბრიტანელ ფოტოგრაფ ბრაიან გრიფინთან ერთად გაემგზავრა, რათა სოფლის მაცხოვრებლები კომ დე გაღსონის სამოსში გადაეღოთ. იქ, გრიფნმა ადგილობრივები ნაციონალური სამოსისა და კომ დე გაღსონის მიქსში გადაიღო. ერთ-ერთმა ფოტომ არაჩვეულებრივად ასახა ჩოხის და ფორთოხლისფერი შავრლის შერწყმა.” ამერიკული ვოგი რაც შეეხება ქართულ მოტივებს ქართულ პოდიუმზე – თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში ისინი არაერთხელ შეგვხვედრია. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი; ჯაბა დიასამიძე გაზაფხული/ზაფხული 2017
#მოდა
#დიზაინი
#დამოუკიდებლობა
#საქართველო
#26მაისი
Tbilisi
0