Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

0
Google-ის საძიებო სისტემა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღეს ბანერზე განთავსებული საქართველოს სახელმწიფო დროშით ულოცავს. მასზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი, ვიზიტორს 26 მაისთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს. ჩამატებული შენიშვნა: ბანერი ლოკაციაზეა მორგებული და მხოლოდ საქართველოში მყოფებთან ჩანს საძიებო სისტემა საქართველოს დროშით გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ Google-მა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირველად 2015 წელს მიულოცა. ინიციატორი კი, იმ დროს, 22 წლის ნინუცა ნანიტაშვილი – თბილისში Google-ის დე­ვე­ლო­პე­რე­ბის ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ერთ-ერთი მე­ნე­ჯე­რი იყო. ხოლო ბოლო რამდენიმე წელია ამ საკითხზე კონფერენცია Touch-ის ორგანიზატორი – ბექა ქვარცხავა მუშაობს. წლევანდელი მილოცვაც სწორედ მის სახელს უკავშირდება.
#google
#independenceday
#news
#opinion
#goodplaces
#photo
#georgia
Tbilisi
0