ჩეხეთის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

0
ჩეხეთის ტერიტორიაზე, კორონავირუსული პანდემიის გამო, მარტის შუა რიცხვებიდან მიღებული შეზღუდვების უმეტესობა ორშაბათს, 25 მაისს მოიხსნა. აღნიშნული მიდგომა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებით არის გამოწვეული, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება წარმატებით უმკლავდება და მართავს ვირუსის გავრცელებას. დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მსხვილი ეტაპი ორშაბათიდან დაიწყო, როდესაც მოქალაქეებს, ქუჩებში, ღია ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასუნთქი გზების აუცილებელი დაცვის ვალდებულება აღარ აქვთ და შეუძლიათ პირბადეები აღარ ატარონ. სამედიცინო ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ ადგილებში კვლავ ნარჩუნდება, ასეთ ადგილებად მიჩნეულია მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. ორშაბათიდან, მკაცრი სანიტარული და ჰიგიენის მოთხოვნების გათვალისწინებით, სასტუმროებმა, ფიტნეს-ცენტრებმა, რესტორნებმა და კაფეებმა მუშაობა განაახლეს. კვების ობიექტებში ვიზიტორებს სოციალური დისტანციის შენარჩუნება მოუწევთ. მათ ექნებათ ვალდებულება პირბადე მაგიდასთან დასხდომის დროსაც ეკეთოთ და მოიხსნა მხოლოდ საკვების მიღების პროცესში. ობიექტების მომსახურე პერსონალი აუცილებლად სამედიცინო ნიღბებით იმუშავებენ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#pandemic
#restrictions
#Czech
#public
#headline
0