1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა-გოოცირიძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=144180 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ, მთაწმინდის პანთეონში, სადაც პარტიის ლიდერებმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი ყვავილებით შეამკეს. „1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტით საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა. საქართველომ რუსეთის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა დაიბრუნა და შემდეგ კვლავ მოუწია მეორეჯერ, 1991 წლის 9 აპრილს რუსეთისაგან გამოეტაცა საკუთარი თავისუფლება. დღესაც საქართველო იბრძვის თავისუფლებისათვის და მისი გარანტი არის ჩვენი ყოველდღიური შრომა, ყოველდღიური მონდომება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება და რუსეთისადმი ყოველმხრივი გამკლავება, მათ შორის ეკონომიკური სიძლიერის კუთხით. საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ ხელყოფს და დღევანდელი ისტორიული დღე იქნება ჩვენი ქვეყნის ცივილიზებულ ევროპაში, მსოფლიოს თანამეგობრობაში დაბრუნების. დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებიც განისვენებენ აქ და რომლებმაც მოუტანეს დღევანდელ თაობას თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
0