საფრანგეთში ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები კვლავ იხსნება

0
საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებში კვირას, 24 მაისს ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ პირველი ღვთისმსახურება აღევლინა, მას შემდეგ რაც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკლესიებს, მეჩეთებსა და სინაგოგებს სასულიერო საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა. სასულიერო პირებს, საქმიანობის განხორციელების დროს სამედიცინო ნიღბების ტარების ვალდებულება ექნებათ. დამატებით, ადგილზე მოხდება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება და მლოცველები სოციალური დისტანციის დაცვით იმოქმედებენ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#France
#lockdown
#worship
#headline
0