როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს - ნორვეგიის ელჩი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=144218 საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩი, ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩმა სპეციალური ვიდეო ჩაწერა და აღნიშნა, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართაველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. პირველად თქვენს ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს თავისი გზა. დღეს უკვე ნათელია განვითარების, რომელი გზა აირჩიეთ თქვენ. ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევ მის პოლიტიკურ არჩევანს გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და რწმენას, რომ ორივე ქვეყანა, თავის საზოგადოებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამინთა უფლებების პატივისცემაზე დაყრდნობით ააშენებს. ჩვენ ყველა იმედით მოველით, რომ ოქტომბერში ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მოწმენი გავხდებით. ამ გაზაფხულზე მთელი მსოფლიოს და ყველა ჩვენგანის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა, ბერი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვეველია. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას. მადლომა მინდა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მთელ სამედიცინო პერსონალს და პანდემიასთან ბრძოლაში მოწინავე რიგებში მდგარ ყველა ადამიანს. მაღალ შეფასებას ვაძლევთ, მთავრობის მუშაობას, პანდემიაზე მათ სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. გულითად მადლობას ვუხდით ასევე, ქართველ ხალხს ვინც ამ მძიმე პერიოდში სასწაულებრივი გამძლეობა გამოიჩინა. პანდემიამ მძიმე კვალი დატოვა უამრავი ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზეც. მჯერა, რომ ქართველი ხალხის გამძლეობა და მდიდარი რესურსი, ასევე საერთაშორისო მეგობრობის მხარდაჭერა, დაეხმარება ქვეყანას გადალახოს სირთულეები და დაადგეს განვითარების გზას. "ნორვეგია საერთო მიზნების მიღწევაშიც საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება. როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ" - თქვა ელენე სანდ ანდრესენმა ვიდეო მიმართვაში.
0