საზ. ტრანსპორტი, ღია რესტორები, მოლები, სასტუმროები - რა შეზღუდვები იხსნება მომავალ 2 კვირაში

0
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღღუდვა 29 მაისიდან მოიხსნება. 29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობაც. მისი თქმით, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან უნიციპალური ტრანსპორტის მმართველი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საქართველოში 31 მარტიდან არის შეჩერებული. პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციითვე, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები, და ღია სივრცის მქონე რესტორნები. "8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნბათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა", - თვქა პრემიერმა. საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შეზღუდვები საგანგებოს გაუქმების შემდეგაც დარჩა.
#კორონავირუსი
#შეზღუდვები
#იზოლაცია #თბილისი #სიახლეები
#გახარია
Tbilisi
0