რეკომენდაციები ზღვაზე დასვენების მსურველთათვის

0
ზღვის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძირითადი სტანდარტი სოციალური დისტანცია იქნება. „ძალიან ბევრი დეტალია – მაგალითისთვის დაცული უნდა იყოს დისტანცია რესტორნებსა და ღია კაფეებში მაგიდებს შორის, განისაზღვრება ადამიანების რაოდენობა მაგიდებთან, ასევე ტრანსპორტში მოქალაქეების ჭადრაკისებრი განთავსება, მაგიდებს შორის დაშორება და ა.შ.“, -აცხადებს თინათინ ზოიძე მისივე განმარტებით, პლაჟზე როგორც შეზლონგებს შორის დაშორება უნდა იყოს მეტრნახევარი, ორი მეტრი, ასევე ადამიანებს შორის, ვინც სანაპიროზე შეზლონგის გარეშე იმყოფება. #news #ზღვისსეზონი #დასვენება #TbilisyDaily
0