მარტო მოგზაურობა შესაძლებელია? - სავსებით

0
? ენდე საკუთარ ინსტიქტებს მას შემდეგ რაც შიში გადავლახე, აღმოვაჩინე რომ მარტო მოგზაურობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ჩამოვთვლი რამდენიმეს: 1. მეტი თავისუფლება გაქვს. 2. წარმოუდგენლად დამოუკიდებელი ხარ, 3. სწავლობ საკუთარი თავის ნდობას და კიდევ ბევრი დეტალია ? რას სწავლობთ იცით ამ დროს? გულის მოსმენას. თუკი რაღაც არ გესიამოვნებათ, მასზე “არა”-ს თქმას. ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერდება ამ დროს. ირჩევ გზებს, ირჩევ საკვებს, ადამიანებს. ამ დროს თითქოს შენი შინაგანი მე მეტად მობილიზებულია და თავს დაცულად გრძნობ ნებისმიერ სიტუაციაში. ? ჩაატარე კვლევა საკუთარი გამოცდილებიდან გგეუბნებით, თუკი წინასწარ არ იცით რა უნდა ნახოთ, შეიძება ისე დაბრუნდეთ მოგზაურობიდან უკან არაფერიც არ გქონდეთ ნანახი. მე ზუსტად ასე დამემართა, წავედი სტამბულში და ისიც კი არ ვიცოდი აია-სოფია და ლურჯი მეჩეთი ერთმანეთს რომ უყურებენ და რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები, რომ სტამბულში უამრავი დიდი მეჩეთია და ფატიჰ-ჯამის მეჩეთი სულაც არაა ცენტრალური ტურისტული ადგილი. ?წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია მოიძიეთ ინფორმაცია სასტუმროზე, სადაც აპირებთ გაჩერებას. აუცილებლად წაიკითხეთ კომენტარები, რომლებსაც სტუმრები წერენ. (განსაკუთრებით უარყოფით კომენტარებს მიაქციეთ ყურადღება, თუკი დადებითზე მეტია, ჩათვალეთ არც თქვენ გამოგადგებათ ეს ადგილი). ამით თქვენ თავიდან აცილებთ მოსალოდნელ საფრთხეს და დაახლოებითი მოლოდინიც გექნებათ რა დაგხვდებათ. ?მოინიშნეთ ასევე როგორ მიხვიდეთ სასტუმრომდე, რადგან მხოლოდ სასტუმროს სახელის ცოდნა ადგილზე ჩასულს ვერაფრით დაგეხმარებათ. ? არაუშავს თუკი რაღაც ისე არაა თუკი თავს კომფორტულად არ იგრძნობთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაბრუნდეთ სახლში. მაგრამ, იქნებ ამ სიძნელეების გადალახვა ჯობდეს? ?ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირველად მიდიხართ მარტო, ისეთი ქვეყანა აირჩიეთ, რომლის სასაუბრო ენაც იცით ან მინიმუმ საუბრობენ იმ უცხო ენაზე, რომელიც თქვენ იცით. ანდაც ისწავლეთ ელემენტარული საკომუნიკაციო სიტყვები. ? არ მისცეთ შიშს უფლება გაკონტროლოთ როდესაც მარტო მიდიხართ ნახევრად განათებულ ქუჩაზე და უცნაური ხმები გესმის, მოდი და არ შეგეშინდეს. მაგრამ, შიშის დრო სადაა. იარე თამამად, არ დაანახო ადამიანებს საკუთარი განცდები, ყოველ ხმაურზე არ შეხტე და რაც მთავარია არ გაჩერდე. ყველა ბნელი ქუჩის ბოლოს განათებული მთავარი პროსპექტია. მადრიდში ამერია გზა და ისეთი მოვდიოდი, საკუთარი გულისცემა მესმოდა. ვიღაც ადგილობრივმა რომ გამიარა გაეცინა. იმის სიცილზე მეც გამეცინა, წარმოიდგინეთ ხომ რა სასაცილო სანახავი ვიყავი უცხომ ხმამაღლა რომ გამოხატა თავისი ემოცია ნუ მთავარია მარტო ისეთი რაიონის ქუჩებში არ აღმოჩნდეთ ადგილობრივებსაც რომ ეშინიათ გავლის და დანარჩენგან არაუშავს. მოკლედ, მარტო მოგზაურობა გვარწმუნებს საკუთარ ძალებში. განა რაღა უნდა მოხდეს ვერ გავაკეთოთ. მთავარია მოინდომო და შეუძლებელი არაფერია, მართლა არაფერი. წყარო: ცისიქითელის ბლოგი
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#alone
#travelhacks
#fact
#facts
#interestingfact
#information
#blog
#goodplaces
#art
#photo
0