რამდენად იცით საქართველოს პოლიტიკური სისტემები?

0
1) საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის დათხოვნის უფლება პირველად 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით მიიღო. 2) “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიუფი ოლქი 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა. 3) აჭარამ, როგორც ავტონომიურმა რესპუბლიკამ თავისი პირველი კონსტიტუცია 1937 წელს მიიღო. 4) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, 1991-92წ დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება კვალიფიცირებულია, როგორც შეთქმულება და გადატრიალება, შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალების მიერ. 5) სახწლმწიფო ხელისუფლების განხორციელება ხელისუფლების დანაწილების პრინციპით აღიარებულია 1995 წლის კონსტიტუციით. 6) თავი სოციალურ-ეკონომიკირი უფლებების შესახებ 1921 წლის კონსტიტუციაში იქნა შეტანილი. 7) საქართველოს დამფუძნებელი კრება შედგებოდა პროპორციული სისტემით არჩეული 130 წევრისგან. 8) 2012 წლის 25 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტს ჩამოერთვა მთავრობისა და პარლამენტთან შეუთანხმებლობის უფლება. 9) ეკლესია წარმოადგენს - ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულიფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 10) საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა. 11) “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მიმართ სიტყვა ოკუპაცია საერთაშორისო დონეზე პირველად 2011 წლის 20 იანვარს, ევროპარლამენტის მიერ შავი ზღვის ქვეყნების შესახებ მიღებულ ახალ სტრატეგიაში ჩაიწერა. 12) სამხედრო პირებს, პოლიტიკურ პარტიებში საქმიანობა ეკრძალებათ. 13) 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისა და დენონსირებისთვის პარლამენტს მთავრობა მიმართავს. 14) სამხედრო ძალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. იგი გადაწყვეტილებას პარლამენტს წარუდგენს, რომელმაც 48 საათში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
#politics
#system
#georgia
0