დარეჯან დედოფლის სასახლე ძველი თბილისის ქრონიკები

0
1776 წელს ერეკლე II მეუღლემ დარეჯან დედოფალმა ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე ააგო. დარეჯან დედოფლის სასახლეს „დარეჯანის სასახლეს“ უწოდებდნენ, ხოლო სასახლის ერთ შემორჩენილ ნაწილს, რომელიც ასე მოხდენილად აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს – „საჩინოს“. 1789 წელს დარეჯან დედოფალმა სასახლესთან წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია ააგო. დარეჯან დედოფლის მიერ აშენებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად ერთიან არქიტექტორულ კომპლექტს შეადგენდა, რომელიც ქვის გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია. თვით სასახლე აშენებულია ციხის ნანგრევებზე, რომელიც ქვაყორისა და კვადრატული აგურის ძველებური შერეული ნაყოფითაა ნაგები. სასახლეში უმთავრეს ყურადღებას სწორედ ხის გადმოკიდებული აივანი იპყრობს, რომელიც მომრგვალებულ კონტრფორსს, მხატვრულად ამთავრებს მას. აივნიდან საინტერესო სანახაობა იშლება. აქედან ჩანს თბილისის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი, რომელიც ამდიდთეატრად გადაშლილ ქალაქის მთელ თავისებურებას გვიჩვენებს. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, ეს სასახლე მისი ეკლესიითურთ შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლი სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დააარსა ამავე სახელობის მამათა მონასტერი.
0