ახალციხეში ძაღლებმა 9 ბავშვი დაკბინეს - აგრესიული, თუ ადამიანებისაგან უარყოფილი მეგობარი?!

0
ეს ამბავი შეიძლება უკვე ყველამ იცით. საინტერესოა მეორე, ბრალდებული მხარის მოსმენაც, მაგრამ სამწუხაროდ, ძაღლებსა და ზოგადად, ცხოველებს საუბარი არ შეუძლიათ, მათი უფლებებიც არაა დაცული, ამით კი მრავალი ბოროტი ადამიანი სარგებლობს. რა თქმა უნდა, ბავშვები, მათი დაცვა და მშვიდ გარემოში აღზრდა პრიორიტეტია ყველასათვის, განსაკუთრებით, მშობლებისთვის. აქვე დავძენ - იმ ქვეყანაში, სადაც ოთხფეხა მეგობრებს ტყვიებით დასდევენ, სასტიკად აწამებენ, აშიმშილებენ, წიხლებს ურტყამენ, როგორ შეიძლება მიუსაფარი ძაღლებისგან სიყვარულს მოველოდოთ?! აპრილში ქალაქ ახალციხეში ერთმა ძაღლმა ბავშვი დაკბინა, რომელიც დედას სასეირნოდ ჰყავდა ჩამოყვანილი. „10-15 წუთის ჩასულები ვიყავით, ბავშვი თამაშობდა, როცა ყვირილი დაიწყო. ძაღლი ქვევიდან ამოვარდა და მარცხენა ბარძაყში წვდა ბავშვს. როგორც კი ბავშვი გამოვგლიჯე პირიდან გამოქცევა ვცადე, ძაღლი კიდევ მოგვყვებოდა", - ამბობს ბავშვის დედა. ამავე დღეს იგივე ძაღლმა დაკბინა 8 ბავშვი. მესმის, საშინელებაა, მაგრამ საჭიროა დედუქციური მსჯელობიდან ნელ-ნელა ინდუქციურზე გადავიდეთ და ვნახოთ საქართველოში, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად ახალციხეში რა ვითარებაში არიან ძაღლები, შემდეგ ალბათ აღარ გაგიკვირდებათ ოთხფეხა მეგობრების აგრესიული ქცევა. ეს ამბავი ანამ გაგვიზიარა მიუსაფარ ცხოველთა ერთ-ერთ გვერდზე: "ახალციხის ამბავს მინდა გამოვეხმაურო, ბავშვები რომ დაკბინეს ძაღლებმა. ოთხი თვის წინ უცხოელ მეგობართან ერთად წავედით რაბათის მოსანახულებლად, ნუ აქედან პედიგრი და ჟელეები წავიღე გზაზე ვაჭმევ სანამ ჩავალთ და იქ ვიყიდი თუ მშიერი შემხვდება ქალაქში თქო. გზაზე კი ვაჭამე მარა თუ მშიერი შემხვდა არ ქვია ქალაქში კვდებიან ძაღლები, დავისტრესე, ცუდათ გავხდი, რაბათის შესასვლელიდან წიხლით აგდებდნენ ძალებს ერთი ლპებოდა ისე იყო კანის პრობლემით მაშინვე დავწერე ვინ იყო იქ რომ რამე გვეშველა, ერთი ძაჯლი არ მინახავს რომ არ ყოფილიყო მომაკვდავი და რა ხდება იქ ვინმემ იცის? ან ამ ჯგუფში თუა ვინც პატრონობს, გაავდებიან აბა რა იქნება მშიერი, სტკივათ ყველაძერი და კიდევ წერენ ამდენი მომრავლდა წაიყვანეთო, ფაქტია საშინლად ექცევიან იქ ცხოველებს ყველგან ასეა მარა იქ რაღაც სხვა ვნახე. თუ იცით ვინმე ვისაც შეუძლია დაეხმაროს რამე მოვიფიქროთ, ას ძაღლს ვაჭამე არ ერთს არ გამოუხატია აგრესია შეშინებულები იყვნენ და რა დრამას დგამენ მაინტერესებს რა ხდება" - ანა არ მინდა ისე გამოვიდეს რომ კონკრეტულად დაზარალებულ ბავშვებს, ან მათ მშობლებს ვაბრალებდე რამეს, მაგრამ ანას მონაყოლი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რატომ მოიქცა ძაღლი ასე, მითუმეტეს თუ მას ე.წ. "ბირკა" ეკეთა ყურზე, ანუ ძაღლი საშიში და ცოფიანი არაა. როგორც ყველასათვის საყვარელმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ილია ჭავჭავაძემ დასვა რიტორიკული კითხვა, მეც ვიკითხავ შეგეკითხებით - "კაცია-ადამიანი?!" პ.ს. აუცილებლად დავდებ პოსტს სასტიკად ნაწამებ ცხოველებზე, აქედან რამდენიმე ისტორია მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა.
#ახალციხე
#თბილისი
#ცხოველები
#ძაღლები
#animals
#tbilisi
#tbilisi
#ცხოველები
#news
0