29 მაისიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

0
? ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან განახლდება. ? ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება. ? აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება. ?ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. ? მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. ? მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით. ? რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერების შევსება. ? მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული იქნება შესაბამისი ლენტით. ? ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ პირბადეები. ? ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება. ? ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ? როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.
0