votes
comments
shares
Save
ეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება - ცქიტიშვილი რუსების ვიზიტზე ლუგარში
40 reads
Pirveliradio Ge
Kvemo Kandaura · 2 months ago

ჩვენ, ყველა ერთად ძალიან დარწმუნებით წინ უნდა აღვუდგეთ რუსულ ნარატივს, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ლუგარის ცენტრი ემსახურება პირველ რიგში კარგ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, თქვენც ძალიან კარგად ხედავთ, რომ უკვე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრზე, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დამატებით პროვოცირებას. ბუნებრივია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლუგარის ცენტრი ემსახურება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ხედავთ, რომ ლუგარის ცენტრი რომ არ გვქონოდა, ჩვენ არ ვიქნებოდით ასეთი წარმატებულები „კოვიდთან“ ბრძოლაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებს არაერთხელ ჰქონდათ საშუალება, ენახათ, რა ხდება ლუგარის ცენტრში.

„რაც შეეხება ნებისმიერ ასეთი სახის რუსული ნარატივის გავრცელებას, ან პროპაგანდას, რომ ლუგარის ცენტრი შესაძლო საფრთხეს შეიცავს, ამაზეც არაერთხელ გვქონდა საშუალება, საერთაშორისო ექსპერტებს, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ენახა, რა კეთდება ლუგარის ცენტრში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ლუგარი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას. ეს არის ჩვენი დაავადებათა კონტროლის სისტემის ნაწილი. რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან დარწმუნებით ამ რუსულ ნარატივს წინ უნდა აღვუდგეთ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ლუგარის ცენტრი ემსახურება პირველ რიგში კარგ საქმეს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ლუგარის ცენტრი ღიაა, რათა ნახონ, რაზე მიმდინარეობს მუშაობა.

„რაც შეეხება შეშვებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის ფარგლებში არაერთხელ შევთავაზეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს იქ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი, ბუნებრივია, ვერ გახდება, მით უმეტეს რუსეთთან, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში, რა თქმა უნდა, ყველასთვის არის ღია ლუგარის ცენტრი, რათა ნახონ, რაზე მუშაობს“, – დასძინა მაია ცქიტიშვილმა.

http://pirveliradio.ge/?newsid=144427

Pirveliradio Ge
Kvemo Kandaura · 2 months ago
Write a comment