ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდე - ბურჯანაძე

0
„ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება საერთაშორისო მეთვალყურეობით უნდა შესრულდეს, - ​​ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აკეთებს. „როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია აქ ნორმალურ თანამშრომლობაზე, ინსპექტირებაზე და ურთიერთ ინფორმაციის გაცვლაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც ეხება, ვთქვათ ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირი ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული“, - განაცხდა ნინო ბურჯანაძემ. რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. http://pirveliradio.ge/?newsid=144428
0