მოახლოვდა არჩევნები და ცესკო-მ დაიწყო ოცნებისთვის კოჭების გაგორება - ბეჟაშვილი

0
მოახლოვდა არჩევნები და ცესკო-მ დაიწყო ოცნებისთვის კოჭების გაგორება - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგლამენტში ისეთი ცვლილებების შეტანა სურს, რომლითაც საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები აღარ იქნებიან ვალდებულნი, დაესწრონ კომისიის სხდომებს და მის საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. „მოახლოვდა არჩევნები და ცესკო-მ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება და ოცნებისთვის კოჭების გაგორება. დღეს ცესკო-ს განზრახული აქვს რეგლამენტში ცვლილებების შეტანა, და პრაქტიკულად თუ საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს ჰქონდათ ვალდებულება, დასწრებოდნენ კომისიის სხდომებს და კომისიის საქმიანობაში მიეღოთ მონაწილეობა, ეს უფლებამოსილება მოეხსნებათ. პრაქტიკულად შეუძლიათ, საუბნო კომისიის წევრებმა თავისუფლად იმოქმედონ არჩევნების პერიოდში. ყველაფერი ეს ხდება ფარულად, არც პოლიტიკურმა პარტიებმა, არც სადამკვირვებლოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, ფარულად ხდებოდა ამის მიღება. მოვითხოვთ ამ პროექტის განხილვის გადადებას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ამ დებულების შეთანხმებას და შემდეგ მიღებას, “ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. http://pirveliradio.ge/?newsid=144442
0