მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი

0
ცნობილი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. 2005 წლიდან მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში გადავიდა და დღემდე მის შემადგენლობაშია შესული. გსურთ გაეცნოთ იმ გარემოს სადაც ერთ-ერთი ქართველი ცნობილი მხატვარი ქმნიდა შემოქმედებით ნამუშევრებს? მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი 132 ექსპონატს იცავს და მათგან მრავალია მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევარი. მხატვრის ყოველი შემოქმედება და ნამუშევარი კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია, რომელსაც მხატვარი თავის სახლში ქმნიდა. მოსე თოიძე იყო გამოჩენილი ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები, ფერწერული ტილოები თუ მისი ცხოვრების ამსახველი ნივთები. სახლ-მუზეუმში დაგხვდებათ მხატვრის მიერ შესრულებული მრავალი სურათი, რომელიც მის ოსტატობასა და მრავალფეროვან ხედვას ასახავს. თითოეული სურათი აღბეჭდავს მხატვრის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს. მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში შენახულია მხატვრის პირადი წერილები, პუბლიკაციები, სხვა მწერლების, თეატრისა და კინოს მოღვაწეების ფოტო მასალები. სად მდებარეობს? მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ლაღიძის ქუჩაზე. თავისუფლების მეტროდან რუსთაველის გამზირის გავლით ფეხით 15 წუთში მიხვალთ #მოსეთოიძისსახლმუზეუმი #მუზეუმი #ქართულიმუზეუმი
#ქართულიადაკარგია
#ხელოვნება #მხატვრობა
Tbilisi
0