0
"გრუზინული" სტერეოტიპები, რომელთაც, სინამდვილეში არავითარი კავშირი არა აქვთ ქრისტიანობასთან და ღირსებასთან: 1) რაც უფრო მეტ ალკოჰოლს დალევ და აიტან - მით უფრო "მაგარ" კაცად წარმოჩინდები; 2) რაც უფრო თამამად, თავხედურად, უზრდელურად და უხეშად მოიქცევი - მით უფრო "უკომპლექსო, თავისუფალ და ლაღ" ტიპად ჩაითვლები; 3) რაც უფრო მეტს შეიგინები, სხვას სიტყვას არ აცდი, დაამცირებ და შეურაცხყოფ - მით უფრო "ვაჟკაც და პრინციპულ" ტიპად მოგიხსენიებენ; 4) რაც უფრო მეტს ისიძვებს, იმრუშებს, ცოლს უღალატებს, საკუთარი სექსუალური ფანტაზიებითა და თავგადასავლებით ტრაბახს დაიწყებს - მით უფრო "მასკულანურ, კაცურ და შემსრულებელ" ტიპად მიიჩნევენ; 5) რაც უფრო მეტ ზიზღს, აგრესიასა და ფიზიკურ შტურმს გამოხატავს უმცირესობების მიმართ - მით მეტად "ესათნოვება უფალს და ერთგულებს საკუთარი მოძღვრის მოწოდებებს"; 6) სუფრაზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ სიბილწეს, ლაზღანდარობას, სისულელესა და უცოდინრობას ავლენს, არასოდეს დაავიწყდება "ცოცხალი წმინდანის, ღმერთის ტოლა კაცისა და ნამდვილი ბერის" - ილია II-ის სადღეგრძელო; 7) სუფრაზე, აუცილებლად დედის გინების ფონზე იტყვის, რომ "ერთიანად უნდა ამოწყვიტო ეს ირანელები, ჩინელები, არაბები, ინდოელები, სომხები და აზერბაიჯანელები" და ეს ქვეყანა მარტო მართლმადიდებელი ქართველებისა უნდა იყოს; 8 ) მეგობარმა თუ ავტომობილი იყიდა, ცოლი მოიყვანა, პრესტიჟულ სასწავლებელში ჩააბარა და რეალიზდა - პირში გაუღიმებს, ვითომ ძმაკაცურად მიულოცავს კიდეც, მაგრამ პირსუკან გაჭორვით, შურიანი ეპითეტებითა და მტრობით ჩაუსაფრდება და მის უბედურებას ინატრებს; 9) მეზობლის დასანახად ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალი ავტომობილი შეიძინოს, თავისი ჭკუით "სტატუსი აიმაღლოს" და თუნდაც მშიერი დარჩეს; 10) ნერვებმოშლილზე ცოლი "თუ არ დააჩმორა, არ აგინა და თუ დაიმსახურა - არ სცემა კიდეც", აბა ისე ვის გაუგია?! არ დაემორჩილება და "ფანჯრიდანაც გადაუშვებს, ბიჭო"; 11) როცა ინტელექტუალ და ერუდირებულ საზოგადოებაში მოხვდება - გულმოსულ და გაბუსულ მდგომარეობაში წასვლის სურვილი ებადება მყისიერად, თუმცა თუ ბოღმასა და კომპლექსს გადალახავს, დარჩება და უაზრო ტყუილებითა და ბაქიბუქით შეეცდება საინტერესოდ მოსაუბრის ლაპარაკი "გადაფაროს"; 12) შეუძლია მოპარული ნივთები ლომბარდში მიიტანოს, იმ ფულით კაზინოში ან ბორდელში წავიდეს, იქიდან 1 საათში გამოვიდეს, პლანით დაბოლდეს, "მაგრად იკიშკაოს" და ეკლესიაში ლოცვაზე მოძღვარს მიაკითხოს ზიარების თხოვნით; 13) მიმტან გოგოს აუცილებლად თითების ტკაცუნით უნდა დაუძახოს, შენობით მიმართოს, თუ ლამაზია - უზრდელურად წაეარშიყოს კიდეც და ნომერი სთხოვოს; 14) ტაქსის მძღოლს უეჭველი ზემოდან უნდა შეხედოს, რა თქმა უნდა მამის ტოლა კაცსაც შენობით უნდა მიმართოს, მისამართზე "ძერსკად და უხეშად" უნდა მიუთითოს, თუ გზად ტაძარი გამოჩნდა პირჯვარი სამჯერ ზედიზედ უნდა გადაიწეროს და ბოლოს კარი მაგრად მოიჯახუნოს სიგარეტით ხელში; 15) ამერიკა და ევროპა "პიდარასტების ბუდედ და გარყვნილების ადგილად" უნდა მოიხსენოს და ვინც დასავლური კულტურის შესახებ, თუნდაც ქრისტიანულ საფუძვლებზე იმაჯელებს, ის - "ლიბერასტად, ეკუმენისტად და ეკლესიის მტრად" უნდა წარმოაჩინოს უეჭველად;
#news
#religion
0