ესაა კოლონიალიზმი - დოლიძე ქართულ-ჯიგრულ პონტში წახალისებაზე

0
ამიტომ ქართულ-ჯიგრულ პონტში ესაა ერთგვარი წახალისება აღებ-მიცემობის, რაც კარგად იციან რუსმა ბიზნესმენებმა - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, პრემიერის მიერ კორუფციაზე გაკეთებულ განცხადებას. "კოლონიალიზმი არ გამოიხატება მარტო იმით, რომ ვიღაც მოვა აქ და დაგვაძალოს რუსულად ვისაუბროთ. ჩვენ შეიძლება დავრჩეთ და ვისაუბროთ ქართულად, მაგრამ მენტალიტეტით გავატაროთ ჩვენს ცხოვრებაში კოლონიალიზმი. ეს გამოიხატება იმაში, რომ მოსული იყოს ქართულ-ჯიგრულ პონტში და არ მივისწრაფოდეთ, რომ ყველაფერი სუფთად და კონკურენტულად იყოს, არ იყოს მონოპოლიები და იყოს სამართლიანი პირობები. ამიტომ ქართულ-ჯიგრულ პონტში ესაა ერთგვარი წახალისება აღებ-მიცემობის, რაც კარგად იციან რუსმა ბიზნესმენებმა. ისინი მოდიან ჩემოდანიანი ფულით და არკვევს რა გაგეგებია ქვეყანაში. ესაა კოლონიალიზმის წახნაგები", -აცხადებს ანა დოლიძე. http://pirveliradio.ge/?newsid=144475
0