კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმა, მსოფლიოში 362 ათასს გადააჭარბა

0
კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმა, მსოფლიოში 362 ათასს გადააჭარბა. ამასთან გასულ 24 საათში მსოფლიოში, ვირუსი 120 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ ევროპაში გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა კოვიდ 19-ს უკავშირდება. ევროპის 24 ქვეყანაში მოსალოდნელზე 159 ათასი ადამიანით მეტი დაიღუპა. ახალი, დაკორექტირებული მონაცემები გამოაქვეყნა მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმაც. სტატისტიკის თანახმად, რუსეთის დედაქალაქში აპრილის თვეში კორონავირუსით დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებელი გაორმაგებულია. უწყება აღიარებს, რომ მოსკოვში ვირუსს 639 ნაცვლად, 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. http://pirveliradio.ge/?newsid=144497
0