თურქეთში დასაქმებულ ბათუმელებს კომპენსაციას არ გადაუხდიან

0
თურქეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს (რომელთა დიდი ნაწილიც თურქეთში ბათუმიდან მიდის) მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ 1200-ლარიან კომპენსაციას არ გადაუხდიან. ეს იმით აიხსნება, რომ თურქეთში სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს დასაქმების ცნობის წარდგენა არ შეუძლიათ. მთავრობის გადაწყვეიტლებით კი, კომპენსაციის მისაღებად ზუსტად ასეთი ცნობაა საჭირო. კომპენსაციას ან სხვა სახის დახმარებას არც ბათუმის მერიაში ან აჭარის მთავრობაში აპირებენ, რადგან შესაბამისი პროგრამა უწყებებში არ აქვთ. 27 მაისს თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა ბათუმში აქციაც გამართეს, სადაც ითხოვდნენ სახელმწიფოსგან დახმარებას. აქცია მერიის შენობის წინ გაიმართა, თუმცა მთავრობის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა სამსახური მას შემდეგ დაკარგეს, რაც თურქეთი-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა. მთავრობა თურქეთი ბათუმი დასაქმება
batumidaily
0