ჰოლანდიელი ტოპ მოდელი Romee Strijd თავისი პარტნიორისგან, Laurens van Leeuwen-სგან შვილს ელოდება!

0
ჰოლანდიელი ტოპ მოდელი Romee Strijd თავისი პარტნიორისგან, Laurens van Leeuwen-სგან პირველ შვილს ელოდება. წყვილისთვის სიახლე განსაკუთრებით სასიხარულია, რადგან წლების წინ, რომის საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი დაუდგინეს. ჰოლანდიელი წერს, რომ ამ მდგომარეობის გამო, მას 7 წელი მენსტრუაციის ციკლი არ ჰქონდა. რომი და ლორენსი ფიქრობდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ეს დღე არ დადგებოდა, თუმცა თანამედროვე მედიცინის და ცხოვრების სტილის (ყოველდღიური ვარჯიში, ფრენები, სტრესი, რაც თან ახლავს მოდელის პროფესიის ყოველდღიურობას) შეცვლის შემდეგ, რომის ჯანმრთელობის მდგომარეობა დარეგულირდა და მისი ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. რომის და ლორენსის სიყვარულის ისტორია 2010 წელს მათ მშობლიურ ჰოლანდიაში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, რომი ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტომ აღმოაჩინა და კონტრაქტი შესთავაზა. სთრაიდის სამოდელო კარიერას აღმავლობის პოტენციალი ჰქონდა, ამიტომ ლორენსმა ჰოლანდიაში სამსახური მიატოვა და რომისთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა. 10 წლის შემდეგ, რომის პორტფოლიოში 100-ზე მეტი ბრენდი და 50-ზე მეტი ჟურნალია. 2014 წელს ის ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი გახდა. რომი იუთუბითაც არის დაკავებული, შეგიძლიათ ესტუმროთ მის არხს: https://youtu.be/qtnrs1awqXg #ჰოლანდიელიტოპმოდელი #მოდა #დიზაინი #პირველიშვილი
Tbilisi
0