აშშ-ის ელჩი ეუთოში: „სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი“

0
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“. ჯეიმს გილმორმა აღნიშნა, რომ აშშ „უკიდურესად აღშფოთებულია“ იმ ცნობებით, რომლის მიხედვით, რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფები განაგრძობენ ინტენსიურ „ბორდერიზაციას“ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 12 სოფელთან, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
#usa
#georgia
#occupied
#territories #osce
#საქართველო
#აშშ
#ოკუპირებულიტერიტორია
#ოსეთი #ეუთო
0