ქვეყნები, სადაც წარმოუდგენლად მინიმალური თანხით იმოგზაურებთ

0
მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა ეგეთი, სადაც მინიმალური თანხებით თავს სამყაროს მფლობელად იგრძნობ ( ნუ თითქმის). დღეს გთავაზობთ რამდენიმეს 1️⃣ინდონეზია წიგნი – ჭამე ილოცე შეიყვარე მართლაც მოგანდომებთ აქ მოგზაურობას, თანაც იმაზე ბევრად მეტი ლამაზი ადგილი აქვს ვიდრე ფილმში ჩანს და თანაც ყველაფერი ისეთი იაფია. მაგ: კარგი სადილი დაგიჯდებათ 13, 500 ინდონეზიური რუპია, ეს კი არც მეტი, არც ნაკლები ზუსტად $1! 2️⃣კამბოჯა კამბოჯა ბაჯეტ ტურისტებისთვის პირველ ადგილზე დგას სანახავთა სიაში. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ანგკორ-ვატის ძველისძველი ნანგრევები, დაკავდეთ დაივინგით, გაირუჯოთ ულამაზეს სანაპიროებზე და ეს ყველაფერი შესაძლებელია სულ რაღაც მეოთხედი დოლარიდან. მაგ: ქუჩის გამყიდველისგან მიიღოთ გემრიელი სადილი – $1 ძვირადღირებულ რესტორანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ვახშამი – $5 დალიოთ ლუდი სანაპიროს კაფეში – 25 ცენტი იქირაოთ მოპედი – $4-6 3️⃣ვიეტნამი კი მესმისმ, უკვე ფოტოდანაც კი საოცრებაა… ერთი წინადადებით კი – ვიეტანმი განსაცვიფრებელია, ეს Ha Long Bay სურათზე, ეს ფირუზისფერი სანაპირო თავისი პატარა კუნძულებით ხომ შთამბეჭდავია და ამისთანა ლამაზი ადგილი კიდევ უამრავია ამ ქვეყანაში. მაგ: შენი საყვარელი ვიეტნამური კერძი, რომლის სახელის გამოთქმასაც ბოლობოლო მაინც ისწავლი სწორად, სულ რაღაც $1 დაგიჯდება, ან 22, 000 ვიეტნამური დონგი. 4️⃣ლაოსი ლაოსი სამხრეთ აზიის ქვეყანაა განთქმული ულამაზესი მთებით, ბუდისტური მონასტრებითა და “tubing parties, ” (გასაბერი ბალიშების წვეულება, სადაც მდინარეზე ეშვები და ჩერდები ბარებთან და “ბედნიერ” რესტორნებთან). აქ ოთახი შეგიძლია $2-დან $30 იქირაო, ოთახის ფასი დამოკიდებულია კომფორტის დონეზე. ხოლო ქუჩის საკვები (მოხარშული ბრინჯი თუნდაც) ყველაზე ბევრი $1. ლუდი – 0, 63$. 5️⃣ტაილანდი მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდი სუპერ ტურისტული ადგილია და არც ისე იაფია, როგორც სამხრეთ აზიის ქვეყნები, მაინც შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი მცირე ბიუჯეტი. მაგალითად: ოთახები (საოჯახო ტიპის სასტუმროში) სულ რაღაც $4 დაგიჯდებათ (135 Thai bhat). წყარო: ცისიქითელის ბლოგი
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#facts
#interesting
#information
#blog
#tips
#advice
#travelhacks
#love
#goodplaces
#photo
0